სტოუნჰემში თითქოს არაფრით გამორჩეული საღამო იდგა. ნიავი ერთმანეთზე ჩაწყობილი პატარა, კოხტა ხის სახლების გარშემო ყვავილებს არწევდა, რომელსაც თავზე მთვარის შუქი დანათოდა.პატარა ქალაქის მოსახლეობას დიდი სამუშაო დღის შემდეგ მშვიდად ეძინა.. სახლების გვერდით დიდი ბილიკი იკვლევდა გზას, რომლის ბოლოშიც უზარმაზარი სასახლე იდგა. ამ კოშკში კი ყველაფერი ხდებოდა, მშვიდი ძილის გარდა.
16 წლით ადრე მთავარ მოვლენებამდე. -სმიტ, საუკეთესო მებრძოლები მთავარ ჭიშკართან შეკრიბე და დარიგებები გაეცი. ახლა სამეფო გვარის მმართველების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ საქმეს მე მივხედავ. -დარწმუნებული ხართ რომ შეძლებთ? იქნებ რამდენიმე კაცი.. -დარწმუნებული ვარ. სტოუნმა წინადადება აღარ დაამთავრებინა მცველს და დედოფლის ოთახისკენ გაიქცა. ამდენი წლის გეგმა ოღონდ არ ჩაშლოდა.. ნეტა გამოსვლოდა.. მან ჩქარა გაირბინა გრძელი დერეფანი რომელიც უკვე საუკუნეებია არსებობდა. საოცარია რამდენი რაღაც შეუძლია მაგიას. მაღალი კედლები უცხოსთვის გამოუცნობ ლაბირინთს გავდა და მისი გამოცნობა და გატეხვა მხოლოდ შიგნიდან შეიძლებოდა. ამას აპირებდა ჯეფრიც. დანიშნულების ადგილამდე მივიდა და შიგნით შეიხედა. დედოფალი საწოლზე იჯდა და ნერვიულად აწვალებდა თითებს. გრძელი შავი თმა მხრებზე ეყარა და მწვანე თვალებს გარშემო აცეცებდა. გრძელი თეთრი კაბა ძირს ეხებოდა. სტოუნი აღელდა და თვალებით ბავშვის ძებნა დაიწყო. ის იქვე იყო, საწოლის გვერდით და მშვიდად ეძინა. კარი ყველა საომარი მოქმედებების ხმას ახშობდა. ჯერ-ჯერობით ყველაფერი გათვლის მიხედვით მიდიოდა.. ოთახში კიდევ რამდენიმე მცველი იყო რომელიც სტოუნმა უკან გაგზავნა და მხოლოდ ახლა მოუბრუნდა ქალს. -ბავშვი აიყვანეთ და წამომყევით. ეცადეთ არ ჩამომრჩეთ. ქალი თავიდან დაეჭვდა და ეცადა შეწინააღმდეგებოდა. თუმცა შემდეგ გაახსენდა მცველის შეუდრეკელი ხასიათი და ყველა ის გმირობა რაც ჩაედინა. ის ენდობოდა კაცს. ჯეფრი მხოლოდ 1-2 წლის მოსული იყო მაგრამ პატივისცემა დამსახურებულად მიეღო. საშუალო ასაკის იყო და საკმაოდ მაღალი, მუდამ მზად იყო ნებისმიერი გამოცდისთვის და გეგმა ყოველთვის მზად ჰქონდა. ის იცოდა რასაც აკეთებდა. ქალმა მოკლედ თავი დაუქნია. ბავშვი ხელში აიყვანა, ფრთხილად, რომ არ გაღვიძებოდა და კარებში გასულ კაცს უკან გაჰყვა. -სად მივდივართ? - უბრალოდ მომყევით. -იქნებ ის მაინც მითხრათ რობერტი სად არის.. -ქალბატონო, მთელი სასახლე პირველ რიგში თქვენი მეუღლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ამ თემაზე გირჩევთ არ ინერვიულოთ. დერეფნები სწრაფად გაიარეს და სამხრეთ გასასვლელს მიუახლოვდნენ. გზაში მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. დედოფალი მთავარ მცველთან იყო. ანუ მას არაფერი ემუქრებოდა. სასახლეში განგაში ალბათ დიდი ხნის გამოცხადებული იყო. არც ერთი ადამიანი არ იყო უსაქმოდ. უმეტესობა უკვე შეიარაღებული, არა მხოლოდ იარაღით, არამედ მაგიითაც, დარიგებებს ელოდა და მზად იყო სამეფო ოჯახისთვის თავი გაეწირა. გასასვლელს მიუახლოვდნენ და სტოუნმა ნაბიჯი შეანელა. -შარლოტა? ჯეფრიმ ხმამაღლა იკითხა რითიც ქალი გააკვირვა. მათ გარშემო ხომ არავინ იყო. სანამ ვიქტორია რამეს მიხვდებოდა ზურგზე ცივი ხელები შეეხო და სიცივე თითქოს მთელ სხეულს მოედო. კანი ეწვოდა მაგრამ ვერ ინძრეოდა, ვერც დახმარებას ითხოვდა. მეორე კლანის მაგიას ხომ ის ყველგან იცნობდა. გაშეშების შელოცვა.. მას უღალატეს, გაყიდეს..უნდოდა გაქცეულიყო, თავისი უსუსური, გაშეშებული ხელებით შვილის დაცვას ცდილობდა თუმცა ვერაფერს ახერხებდა. ის უბრალოდ იდგა და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა იყო ადამიანი, რომელიც ხელებში ეწვინა, გრძელი წამწამები კი მის ლამაზ, დიდ მწავნე თვალებს ფარავდა რომელსაც აწითლებული ლოყები საოცრად ეხამებოდა. ჯეინი.. ოღონდ ჯეინი კარგად ყოფილიყო..
ახლანდელი დრო -ემმა, ადექი უკვე დროა. ემამ დედის პირველივე ძახილზე თვალები გაახილა და ნელ-ნელა წამოდგა. პირველად თავის მოწესრიგება დაიწყო. სწრაფად გრძელი, კუპრივით შავი თმა დაივარცხნა, უცბად ჩაიცვა, სკოლის ჩანთა თანატოლებისთვის უცხო სიხარულით მოიკიდა და სასადილო ოთახში გავიდა. საკვები უკვე მომზადებული ყოფილიყო და ალბათ თოთოეული კალორიაც იყო დათვლილი. გოგონამ ჩუმად ამოიხრა და ერთ ვაშლს, ნახევარ ბანანს ეჭვით გახედა. -დედა, ნუთუ არ შემიძლია ერთხელ ნორმალური საუზმე მქონდეს? - რამდენჯერ უნდა გავიმეორო, ემმა, ფორმაში უნდა იყო. - ვიცოდე მაინც რისთვის.. ზურგით მდგომი ქალი შემოტრიალდა და ბრაზით სავსე შავი თვალები ემმას მიანათა. 175 სიმაღლის დედა, როდესაც მაღლიდან ესეთი მზერით გიყურებთ, თანაც მოკლე, მუქი თმა ეფექტს მატებს, დამიჯერეთ ერთადერთი საშველი მხოლოდ გაქცევაა. -მზად რომ იქნები, აგიხსნი. იმედია ეს სიტყვები ისევ სულელურ მაგიას არ ეხებოდა. დედამისი უკვე წლები იყო შთააგონებდა გოგონას რომ რაღაც პოტენციალი ჰქონდა. თუმცა მისი წარმოდგენა მაგიის შესახებ სულ არ იყო ისეთი როგორიც ფილმებშია. არც სანთლები ჭირდებოდათ და არც გონების დაბაძვა. ქალი ამბობდა რომ ერთადერთი გზა ამისთვის „შენში ძალის მოძებნა“ იყო. თუმცა გოგონას არაფერი გამოსდიოდა. ამ თემაზე კამათი ბევრჯერ მოსვლიათ. დედის ამ მხარის დამალვას გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა და ჯერ-ჯერობით წარმატებით გამოსდიოდა. ამ მიზეზების გამო ემა სკოლაში მხოლოდ მეორე წელია დადიოდა,თუმცა გაუგებარი მიზეზის გამო, ახალი ცნებების მისაღებად დაუოკებლად სწავლობდა. ეს რომ არა, სახლში სწავლების შემდეგ 10 კლასში აღარც მიიღებდნენ. -კარგი,კარგი. გოგონამ სწრაფად ჩაილაპარაკა, ორ წუთში ე.წ. საუზმე მიიღო და სახლიდან სიტყვის უთქმელად გაიქცა. ავტობუსი უკვე გაჩერებასთან იყო. ემამ ძლივს მიუსწრო, ტრანსპორტში ავიდა და ყველასგან შეუმჩნევლად თავისი ადგილი დაიკავა.
|