142
Offline
| 21-ე საუკუნე.2013 წელი.9 ივნისი.23:24 საათი.
ცირკის წინ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები(შედარებით ძვირიანები არიან და შედარებით პატივისცემით მოვიხსენიებ მეც)…მათთან მიმავალი მანქანიანი კაცები…ვაგზლის ლარიანი მეძავები და უმანქანო ლარიანი კლიენტები…ბირჟაზე გამოსული ახალგაზრდა „კაცები“ და ზოგიერთი „ქალიც“…შედარებით ფულიანები კლუბებში და ბარებში.
სიტუაცია I
აი გოგონა კლუბში მოკლე კაბით და ღრმა დეკოლტით სექსუალურად ამოძრავებს თეძოებს,აშკარაა ყურადღების მიქცევას ცდილობს.ახ მისი მადის აღმძვრელი მკერდი სულ გადამავიწყდა,რომელსაც კიდევ უფრო მადისაღმძვრელად ათამაშებს.ჰმმ …. ეს ნამდვილად გააგიჟებს მამაკაცებს.და აი, ყოველეგვარი ყოყმანის გარეშე მისკენ მიემართება ქართველ მამაკაცთა რაზმი,რომელიც 5 ჯგუფად შეიძლება დაიყოს აზროვნების მიხედვით.ერთნი ფიქრობენ რომ მეძავია და პირდაპირ საქმეზე გადასვლას ამჯობინებენ…მეორენი თვლიან,რომ გოგონას სექსუალური მკერდი და უკანალი აქვს და სურთ შეაბან ის(მერე ძმაკაცებში რომ იამაყონ მაგარი ნაშა დავკერე უნდა ნახოთ რა ტანი აქვსო)…მესამეს მისი ტუჩები ხიბლავთ…მეოთხეს მისი თვალები,მეხუთე ჯგუფს,რომელსაც ჯგუფს ვერ ვუწოდებთ,რადგან მხოლოდ ერთი ადამიანისაგან შედგება, უბრალოდ მოსწონს ,უყურებს მას და ხედავს მხდალ,კომპლექსებით სავსე პიროვნებას,რომელიც ცდილობს შეინიღბოს უკომპლექსო იმიჯით და თვითპატივისცემა აიმაღლოს მამაკაცების ყურადღებით,რომელთაც მხოლოს მისი სხეულის ნაწილები ხიბლავთ.მეხუთე ხედავს გოგონას (პირდაპირი და ირიბი გაგებით)…გოგონა იბნევა.აშკარაა კმაყოფილია ამდენი ყურადღებით,მაგრამ ყველასთან ვერ იცეკვებს,ამიტომ არჩევანი აქვს გასაკეთებელი…ყველა პირდაპირ ეუბნება რა მოსწონთ მასში.ოო რარიგ სიამოვნებს მას კომპლიმენტები,მაგრამ თავს ინიღბავს ვითომ ეს არაფერს ნიშნავს მისთვის…და აი დადგა მეხუთეს ჯერი.ის პირდაპირ გაშიფრავს გოგონას.და სწორედ აი ამ წუთიდან სძულდება გოგონას მეხუთეც,საკუთარი თავიც და ყველა მის გარშემო.ისმის ძლიერი დარყმის ხმა.ბიჭი აწითლებულ ლოყაზე ისვამს ხელს და აფურხებს გოგონას…გოგონას სძულს ის ფაქტი,რომ გაშიფრეს…ეგონა კარგი მსახიობი მაინც იყო მაგრამ აქაც არ გამოდგა პროფესიონალი.ამ წუთში სძულს,მაგრამ თან უყვარს მეხუთე.მას ხომ ასე უნდოდა ვინმეს უთქმელად გაეგო მისთვის,მაგრამ შეუძლებელი ეგონა ეს.იმედები გაუცრუვდა,კიდევ უფრო დაიწია მისმა თვითშეფასებამ.ახლა მას უნდა გაქრეს ამ სამყაროდან.ჰგონია არაფერში არ ვარგა.სწრაფ გადაწყვეტილებას იღებს.ირჩევს პირველი ჯგუფიდან ერთერთს.სურს დაამტკიცოს რომ რაღაც მაინც შეუძლია გააკეთოს კარგად,გამომწვევად ეცეკვება მას,უწოწნის ყელს,ხელებს უფათურებს ზონებში(მისივე გაუცნობიერებლად მეხუთეს დასანახად) და ბოლოს მიყვება ქალის სურვილით გაშმაგებულ ბიჭს.ასე უცებ სწირავს ღირსებას,იმის დასამტკიცებლად რომ ისეთივეა როგორიც გარედან ჩანს.მაგრამ საინტერესოა ვის უმტკიცებს ამას?მეხუთეს თუ თავის თავს?ჰგონია სასტუმროს ძვირადღირებულ სასტუმროში,ბიჭის ნაზი ამბორით გაბრუებული,ვნებიანი შეხებით, ვარდების ფურცლებში დაკარგავს ღირსებას(ისევე როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია)…ასე გართული ოცნებებში მიყვება პირველს ისე, რომ ვერც კი ამჩნევს სად მიდიან.აშკარად არ ეცნობა ეს ჩაბნელებული,მიტოვებული ადგილი სადაც მხოლოდ დანგრეული სახლებია,უხეში ხელები ეხება მის უკანალს,ბიჭი ცალი ხელით მის უკანალს უჭერს ხელს,ცალით ცდილობ გოგონას ტანზე შემოახიოს მოტკეცილი კაბა.ერთი სული აქვს დაეუფლოს მის შიშველ სხეულს…მან არც იცის და არც აინტერესებს ის ფაქტი რომ გოგონასთვის ეს პირველია. მიათრევს შენობის დანგრეული ფანჯრისაკენ.გოგონა ჯერ კიდევ ვერ იაზრებს რა ხდება მის თავს.მას არ მოსწონს უხეში შეხება,უკვე აღარ მოსწონს ბიჭის ასეთი სიახლოვე მაგრამ კვლავ თამაშობს.ახლა უკვე საკუთარ თავს ეთამაშება…უმტკიცებს მას რომ გამბედავია,უშიშარია…ამასობაში ბიჭმა ჩამოსვა გოგონა დანგრეული ფანჯრის რაფაზე,ბოლომდე შემოახია კაბა, უხეშად შეხსნა ლიფი და მკერდზე კბენა დაუწყო.გოგონას ტკივა,ტკივა,მაგრამ ხმას არ იღებს…თავს აჯერებს,რომ მისმა სილამაზემ ბიჭი ისე გააშმაგა,რომ მისი სურვილით კვდება,მაგრამ ბიჭს მხოლოს სექსი უნდა მისგან,მგონი არც კი შეუხედავს გოგონას სახისთვის,მისი ლამაზი უძირო შავი თვალებისთვის,არ დაუნახავს იქ ღრმად დამალული სევდა მარტოობისა,ტკივილი ცხოვრებისა,არც მისი შრამები შეუმჩნევია ხელზე,რომელიც რამდენიმე წარუმატებელი სუიციდის მცდელობაზე მიუთითებს … აი კიდევ ერთი, ოღონდ წინაზე გაცილებით ძლიერი ტკივილი…ისინი შეერწყნენ ერთმანეთს.გოგონა მიხვდა რომ დიდი შეცდომა დაუშვა,იმიტომ კი არა რომ ერთი ღამის გაცნობილ ბიჭთან დაწვა(დაწვა პირობითად),არამედ იმიტომ,რომ დაკარგა მეხუთე,ადამიანი,რომელიც მისთვის იყო შექმნილი,მისი მეორე ნახევარი…ამ ძლიერმა ტკივილმა გაახსენა მისი 5 წუთის წინანდელი ოცნებები,სასტუმრო,ვარდები,ნაზი ამბორი,ვნებიანი შეხება და მიხვდა რომ მის წარმოდგენებშიც ამ ყველაფერს მეხუთესთან ერთად აკეთებდა…მან დაკარგა საკუთარი ეგო(ანუ „მე“),ცხოვრება
ამ ღამით გოგონას სურდა რეალობისგან გაქცევა,ამიტომ წავიდა კლუბში.სურდა გართობა,ყურადღება…ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი…სიყვარული…ოჯახი…ბედნიერი სიბერე…
მაგრამ დარჩა მხოლოდ ბიჭი,მახინჯი ბიჭი,ოღონდ არა გარეგნულად…უი,მაპატიეთ უკვე აღარც ის დარჩა…
გათენდა. შიშველი გოგონა მარტო აგდია დანგრეული შენობის ქვაზე, თვალებს ახელს,თუმცა უნდა მუდმივ ძილს მიეცეს.დეკემბერია,სცივა…ჩასაცმელი კი არაფერი აქვს.თოვლიც მოსულა.თეთრ, ჯერ კიდევ შეუხებელ თოვლზე გოგონას წითელი დაფლეთილი კაბის ნარჩენები ყრია…ამწამს როგორ მოგვაგონებს გარემო თვით გოგონას..შეჰყურებს საკუთარ თეთრ სისხლიან სხეულს,რომელიც სიცივისგან კიდევ უფრო გათეთრებულა და აი მაშინ ხვდება რა არის ნამდვილი ზიზღი,ხვდება,რომ მისი წარსული ნამდვილი ზღაპარი იყო,ახლა კი ის დღევანდელობაშია.პირველი წავიდა…მეხუთეც წავიდა…
ისევ მარტობაა,ტკივილი და ბოლო წარმატებული თვითმკვლელობა…თოვლი…სისხლი…ქვიშის საათმა დაასრულა დროის ათვლა…
ისევ დეკემბერი,ისევ ის კლუბი,ისევ ისეთი გოგონა,ისეთივე მოაზროვნე ბიჭები და ქვიშის საათი თავიდან იწყებს დროის ათვლას…ისევ დღევანდელობა…
და რა არის დღევანდელობა?
ესაა არასწორი შეხედულება ცხოვრებაზე
არასწორი შეხედულება უშიშრობაზე,სითამამეზე
არასწორი გზა ემოციების დასამალად
არასწორი გზა საკუთარი თავის გასაცნობას
მერე მოვიმკით ჩვენი არასწორი საქციელისთვის და ღმერთს ვეკითხებით ხელაპყრობილნი და გაოცებულნი რატომ დავისაჯეთ ასე…
ადამინათა პრობლება ისაა რომ ეზარებათ ღრმა და ლოგიკური აზროვნება,აღარ უნდათ ფიქრი,უნდათ ცხოვრების დინებას მიყვნენ.იძახიან,რომ დღევანდელობით ცხოვრობენ,სინამდვილეში კი სწორედაც რომ რეალობას გაურბიან.რეალობა კი დღევანდელობაა…შემდეგ შეცდომა შეცდომაზე,და ვისი ბრალია ეს ყველაფერი?რათქმაუნდა ღმერთის…ყოვლეთვის ბედის უკუღმართობას ვაბრალებთ ყველაფერს…ვფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც ჩვენ?
ჩვენ უბრალო,უბადრუკი ადამიანები ვართ,რომლებსაც ორი გზაქ მოგვცა ღმერთმა:ერთი გრძელი და დაბრკოლებებით სავსე ,მეორე კი მოკლე და უფრო მარტივი.
ჩვენ გვგონია რთულს ვირჩევთ,სინამდვილეში არც კი ვიცით რა არის რთული…
ორივე გზა სადღაც მთავრდება,ამასთან ორივე გზას აქვს მუდმივი გადასასვლელი ერთმანეთზე.გრძელ გზას უფრო ბევრი გზა აკავშირებს მოკლესთან და სწორედ ესაა მისი სირთულე.
ადამინებიც ორ ნაწილად იყოფიან,მაგრამ პირველად,ალბათ,არავინ იწყებს გრძელი გზით დინებას.
სხვა ადამინებისაგან გაგებას მოვითხოვთ მაგრამ ყველა ვმალავთ საკუთარ თავს ნიღბებით…როდესაც ვიღაც გაგვიგებს გვაღიზიანებს და ვცდილობთ შევაცვლევინოთ შთაბეჭდილება,მაშასადამე ისევ ვინიღბებით,მაგრამ ვის ვატყუებთ?საკუთარ თავს…
გამარჯობათ მეც ადამიანი ვარ
|