ბნელი ოთახი,ჩართული ლეპტოპი,youtobe playlist და facebook,გვერძე ჩემი საყვარელი ანანასის წვენი.ვწევარ კომფორტულად საწოლში,ვათვალიერებ ფეისბუკის news feedს,სადაც ხშირად ვხვდები ჩემი სოციალური ქსელის მეგობრების პოსტებს....ყველა მათგანი თვლის რომ მას განსხვავებული აზრი აქვს და არ ეკუთვნის საზოგადოებას.და მე მიჩდება კითხვები:რა არის საზოგადოება და რატომ თვლიან „განსხვავებულად მოაზროვნეები“,რომ საზოგადოება ერნაირად უნდა ფიქრობდეს და ისინი რაღაც უხილავი ძალით უპირისპირდებიან ბუნების კანონებს და სხვანაირად უყურებენ სამყაროს.და კიდევ ერთი კითხვა მიტივთივდება:ნუთუ შესაძლებელია ამდენი დიდი და საოცარი ქმნილება,როგორიც ადამინია ფიქრობდეს ერთნაირად,ხოლო ცალკეული „საღად მოაზროვნენი’(როგორც თვითონ თვლიან და ყველა ასე თვლის დედამიწის ზურგზე),რომლებსაც ალბათ ეჭვიც კი შეაქვთ თავის ადამინობაში(თავიანთი „სრულყოფილების“ გამო)და ფიქრობენ რო მარსიდან მოვიდნენ უმრავლესობის აზროვნების შესაცვლელად,განსხვავებულად. კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი ისაა,რომ ყველა ინდივიდი იბრალებს რომ არ ეკუთვნის საზოგადოებას.მაშინ ვინ ან რა არის საზოგადოება?თუ ყველა განვუდექით ამ სტატუსს მაშინ ვისღა ემიჯნება განსხვავებულად მოაზროვნე?ამ სად არის საზოგადოება? მე ჯერ კიდევ არ მაქვს პასუხი კითხვებზე.ჩემი სუბიექტური აზრი კი ესაა,რომ არ არსებობდეს უმრავლესობა,არ იარსებებდა სიტყვა უმცირესობა,ისევე როგორც პირიქით,რომ არ არსებობდეს განსხვავებული აზრი,არ იარსებებდა სიტყვა თანამოაზრე.ეს ძალიან მარტივი ბუნების კანონია.ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში და ჩემი აზრით,სწორედ ეს აძლევს ცხოვრებას ხიბლს.აბა წარმოიდგინეთ განსხვავებულად მოაზროვნეებო,ყველა ისეთივე განსხვავებულად აზროვნებდეს როგორც თქვენ,ანუ ერთნაირად,ყველა განუდგეს საზოგადოებას,ანუ ჩამოყალიბდეს საზოგადოება,რომელიც ემიჯნება საზოგადოებას,წარმოიდგინეთ?აბა რას მეტყვით?შეგიძლიათ ჩათვალოთ,რომ სამყარო იხსენით,საზოგადოებას შეუცვალეთ აზროვნება,თქვენ სრულჰყავით მსოფლიო და ახლა რა?ვტკბებით ურთიერთგაგებით და თანამოაზრეობით,მაგრამ რა იქნება შემდეგ,როდესაც მოგვბეზრდება სრული ჰარმონია,გაგიჩდება მოთხოვნილება ჯანსაღი კამათის,განსხვავებული აზრის ქონის,და ყველაფერი დაიწყება ისევ თავიდან.ესეც ხომ ბუნების კანონია.ყველაფერი ისევე ბრუნავს როგორც დედამიწა... უფს წვენი გამითავდა,მომიწევს მაცივრისკენ გავწიო კვლავ ჩამოსახხმელად ^_^,რა კარგია რომ მე რომ წვენი მინდა ამაში მაინც არავის გააჩნია განსხვავებული აზრი )))
|