DreaMy | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-08-16, 11:03 AM | შეტყობინება # 1 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| სახელწოდება: ... ხეზე ზის და მღერის ავტორი: ლუკა სეფაშვილი ბეტა:არ მყავს დისკლეიმერი:გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი:G (General) ჟანრი: დრამა სტატუსი: წერის პროცესშია
| |
|
|
DreaMy | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-08-16, 11:04 AM | შეტყობინება # 2 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| თავი პირველი მე მაშინ ოცი წლისა ძლივს ვიქნებოდი, - ყვებოდა შანშიაშვილი, - როდესაც ჩემში რაღაცამ იფეთქა და შეცვლისაკენ მიმიზნა. არ ვიცი, ეს რა იყო: სიყვარული, თუ, უბრალოდ, სილამაზის აღქმა, მაგრამ ის, რაც იყო, ჩემთვის უდიდესი ბედნიერების მომტანი გახლდათ. პირველად, ჩემს ცხოვრებაში, მოხდა ისე, რომ შეცვლა მომწყურდა. მომინდა სამყაროსა და, საერთოდ, ადამიანების ახალი თვალით დანახვა: მათი სიწმინდის, მშვენიერების, სისპეტაკისა და ღირსების (რაც, ასე ვფიქრობ, არც კი გამაჩნდა).. და, მგონი, სწორედ იმ ადამიანმა გამიჩინა ჩემში ეს დიდი სურვილი, ვის გამოც დავიწყე ამ ამბის თხრობა. რა საშინელებაა თურმე, ქუჩაში აქეთ-იქით, უსაქმოდ ხეტიალი, როდესაც არაფერი გადარდებს, იმის გარდა, თუ როდის ამოვა მზე ცაზე და ჩავა ისევ; როდის გადმოაფრქვევს ჰორიზონტს მიფარებული სხივებს და როდის ამოვა ღამით მთვარე, ვარსკვლავები, რათა მათ მკრთალ შუქზე ტკბილად დაიგეძინოს. დილით კი გაიღვიძებ და ისევ იმავეს მოლოდინში იქნები, რომ რაც შეიძლება მალე მიილიოს დღე, მაგრამ თვითონაც კი არ იცი, თუ რატომ გინდა ასე ჩამავალი მზისთვის ცქერა; რატომ გინდა მხოლოდ საკუთარ თავთან განმარტოება და იმაზე ფიქრი, რაც შენთვის უსარგებლოც კია. რა საშინელებაა, რა საშინელება, როცა შემდგომი დღით თან ცხოვრობ და თან არა; თან გაქვს რაღაცის იმედი და თან არა!.. გსურს, რომ ეს იმედი შენში გაჯდეს და მზესავით არ მიგატოვოს დაღამებისას; რაღაც გწადია, რაღაც გინდა, მაგრამ რა, არც კი იცი! ალბათ, უბრალოდ, ცხოვრება გინდა: ბუნებაში ხეტიალი და, როგორც იტყვიან ხოლმე, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა. არადა გსურს, რომ შენს ცხოვრებას რაღაც აზრი მიეცეს, სრულიად უბრალოც კი, სიკვდილამდე რომ გაგყვეს და გაცოცხლოს, მაგრამ შენ მხოლოდ იმედიღა შეგრჩენია იმისა, რომ ერთ დროს მზის სხივებზე შეჯდები და მათთან ერთად გადაინაცვლებ სადღაც; რომ დილის ცაზე თვალით უხილავ ვარსკვლავად გადაიქცევი, რომელიც ღამეც კი არ გამოჩნდება საციმციმოდ. უბრალოდ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მეოცნებე ხარ. არ გინდა, ადამიანში დაინახო რამე, არამედ გსურს, რომ მხოლოდ ბუნების წიაღში რომანტიკოსივით განმარტოვდე. შენთვის ადამიანი უცხოა და მათგან თავს განსხვავებულად გრძნობ…
| |
|
|
|