სამუდამოდ, ცხოვრების აღსასრულამდე..
|
|
nini_1997 | თარიღი: სამშაბათი, 2012-07-31, 6:43 PM | შეტყობინება # 1 |
14
Offline
| სახელწოდება: სამუდამოდ, ცხოვრების აღსასრულამდე.. ავტორი: nini_1997 ბეტა: არ მყავს დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: G(General) ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst) სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისაგან: ბავშვებო, გადავწყვიტე ეს მოთხრობა აქაც დამედო.. თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. იმედი მაქვს ვინმეს მაინც მოგეწონებათთ .. )
| |
|
|
nini_1997 | თარიღი: სამშაბათი, 2012-07-31, 6:44 PM | შეტყობინება # 2 |
14
Offline
| I თავი
აივანზე გავედი, ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. ნაპასი დავარტყი, სიგარეტის კვამფი ფილტვებში ღრმად და სასიამოვნოდ ჩაეშვა. ყავა მოვსვი და სახლში შევედი. საათს წამდაუწუმ არანორმალურად ვუყურებდი, შემდეგ სამგზავრო ჩანთას შევხედავდი და მოთმინების ფიალა უარესად ივსებოდა.. ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი ისრაელში, კერძოდ თელ-ავივში.. უბრალოდ მოსაბეზრებელია ზაფხულში თბილისში სახლში გამოკეტილი ჯდომა. აქ არც ბევრი ნაცნობი მყავს და ნათესავებთან დიდი ხანია გაწყვეტილი მაქვს კონტაქტი. რაც მშობლები ავიაკატასტროფაში დამეღუპნენ (მაშინ 16 წლის ვიყავი), სკოლა დავამთავრე და ისრაელში წამოვედი. მამაჩემის ყველა ნათესავი მათ სიკვდილში ბრალს მე მდებდნენ, ამის მიზეზი არ ვიცოდი.. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო მე მოვასწარი მანქანიდან გადმოხტომა. უკან ვიჯექი და ქამარი არ მეკეთა. დედას არც ისე ბევრი ნათესავი ყავდა. იქიდან, მხოლოდ ერთს შერჩა ჩემდამი სიყვარული. ნინის, ჩემ დეიდაშვილს.. მარტო მან დამაფასა და გაჭირვებაში მარტო არ მტოვებდა.. ის წლები სრულ კატასტროფაში გავატარე. ხან მშიოდა, ხან მწყუროდა.. ნინი, კი მეხმარებოდა. ხან ფული მოჰქონდა, ხან საჭმელი და როგორმე იოლას გავდიოდი. რაც მთვარია შიმშლით არ ვკვდებოდი, მაგრამ ამის გამი ნინის თავის დედასთან პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ნინი სულ იკიდებდა და ჩემთან კონტაქტს მაინც არ წყვეტდა. სკოლაში სამაგალითო მოსწავლე ვიყავი და მასწავლებლებიც მეხმარებოდნენ. ზოგი წიგნს მჩუქნიდა, რასაც ვერ ვიგებდი ზოგი მიხსნიდა და ამით იოლად გავედი და გამოცდები ჩავაბარე. ცოტა ხნით ბარმენად ვმუშაობდი, შემდეგ დამლაგებლად. საბოლოოდ კი რაღაც ფული მოვაგროვე და ისრაელში წამოვედი. (უნივესიტეტში არ დავდიოდი. მხოლოდ სკოლის ატესტატი მქონდა) თელ-ავივში მყავს მეგობრები, რომელთა გარეშეც ცხოვრება უკვე უაზრო გახდება.. იქ ჩასვლიდან ენის შესწავლაში მეხმარებოდნენ (ივრითულ ენაზე) და აქცენტს მისწორებდნენ, მაგრამ მაინც ვერ მივეჩვიე და ჩემებურ აქცენტზე ვსაუბრობდი (ეს რა თქმა უნდა ყოველთვის ასეა.. მაინც რა არის გენი!) ლიელი (გოგოს სახელი) ითარგმნება როგორც „ჩემი ღმერთი“, მას ჩემ დაიკოს ვეძახი.. მასთან ვცხოვრობ სახლში.. ძალიან დიდი ბინა აქვს და მხოლოდ მისი ძმა ლიორი ცხოვრობს. მშობლები კი ადრე გაშორდნენ და ბავშვები მიუშვეს.. ლიელი და ლიორი ჩემი ოჯახის წევრები არიან. ჩემი სულის ნაწილები. ვერ ავღწერ როგორ მიყვარს ისინი.. ტელეფონის ხმა გაისმა. ცოტა არ იყოს და მეუცნაურა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ერთი ადამიანი მყავდა ვისაც ვახსოვდი და ტელეფონს ვუპასუხე -გისმენ ნინ -თაკო, ნინო არ ვარ.. - თქვა უცხომ. ხმაც არ მეცნობდა -უკაცრავად ? -თაკო მაია ვარ .. -რომელი მაია ? იტყვით თუ დავკიდო ყურმილი? - უკვე ნერვები მეშლებოდა, როგორ ვერ ვიტანდი -თამუნა, დეიდაშენი ვარ ნინის დედა - მითხრა აღელვებული ხმით -ხომ კარგად ხართ ? მე რატომ მირეკავთ ? ახლა გაგახსენდით ? ახლა გაგახსენდათ რომ დისშვილი გყავთ ? - ვიკითხე უდარდელად და შიგნით მთელი სიბრაზე ჩავაქსოვე -თამუნა ნინი ცუდადაა.. შენთან მოდიოდა და მანქანამ დაარტყა.. -სადაა ახლა ? -ღუდუშაურში წაიყვანეს ტელეფონი გავთიშე. ჩანთას გავხედე, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. მე ნინის ვჭირდებოდი. ხელჩანთა ავიღე, სიგარეტი ჩავაქრე და სახლიდან გავედი. საავადმყოფოში გიჟივით შევქანდი და მიმღებში ნინის გვარი ვიკითხე და კიბეებისკენ წავედი. ზედა სართულზე ავედი და ხმა გავიგე -თამუნა ! - შევტრიალდი და ხელში ზიზღით სავსე თვალები შემრჩა -სადაა ნინი? -იმ პალატაში - თითით მიჩვენა და დაუკითხავად შევედი შიგნით. ამას კი მერჩივნა საერთოდ არც მოვსულიყავი კლინიკაში და პირდაპირ ისრაელში წავსულიყავი. ნინი უამრავ მილებში იყო გახლართული და თვალები ძვლივს_ღა უჩანდა. ექიმი თავზე ედგა და რომ დამინახა გაბრაზდა -აქ ყოფნა არ შეიძლება გოგონა, გადით. - მისი სიტყვები ისე გავატერე, რომ არც შემიხედავს მისთვის. დაფითრებული ნინისთან მივედი და ხელი ხელზე დავადე. ყინულივით ცივი იყო, შევკრთი -ცივი რატომაა?? - ვიკითხე კანკალით, მაგრამ სანამ პასუხს გავიგებდი აპარატს გავხედე, სადაც დაკლაკნილი ხაზები იყო (გულის აპარატი), ცოტა დავმშვიდდი , რადგან გული უცემდა. კინოებიდან ვიცოდი ასეთი რაღაცეები. დიდად მედიცინა არასდროს მიზიდავთა, თუმცა თავისუფლად შემეძლო ადამიანისთვის პირველადი დახმარების გაწევა.. -დამშვიდდი, ცოცხალია თუ არ გჯერა პულსი უნახე. ცივი იმიტომაა, რომ ასეთთ მდგომარეობაში ყოფნის დროს შეუძლებელია ცხელი გქონდეს სხეული. -გასაგებია. -ძალიან გთხოვთ გადით.. -მეც გთხოვთ, რომ ცოტა ხნით მასთან დარჩენის უფლება მომცეთ. - ექიმი ჩაფიქრდა, ამოისუნთქა და მიპასუხა -კარგით, ოღონდ სკამზე დაჯექით, თორემ ისეთი ფერი გადევთ გული არ წაგივიდეთ.. სულ 15წუთით, მერე გამოდით.. - ექიმს თავი დავუქნიე, მან კარები გაიხურა. საწოლზე ოდნავ ჩამოვჯექი და თვალიდან ცრემლი გადმომიგორდა. ნინი ჩემ გამო იყო ამ დღეში. მას ხომ მე ვთხოვე, რომ აეროპორტში წავეყვანე.. საკუთარ თავს არ ვაპატიებდი მას რაიმე რომ დამართნოდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ასე და ნინის ვუყურებდი. კარების ხმამ გამომაფხიზლა -თქვენ კიდევ აქ ხართ ? - მკითხა ექიმმა -ნინის რა სჭირს ? ხომ გამოკეთდება ? -კომაში იყო, მაგრამ სულ რამოდენიმე საათით, მერე გონს მოვიდა, მაგრამ წამლების გამო ჩეძნა. ძალიან მძიმედაა, მაგრამ 90%_ით სრულიად ჯანმრთელი იქნება.. ამ მდგომარეობაში მთავარია ეექთანმა წამლის ზუსტი დოზა მისცეს, თუ არა და... -ეგეთი რაღაცეები აქ ხდება ? -არა. ერთი-ორჯერ იყო მცდელობა, მაგრამ ვერაფერი.. -პირობას მაძლევთ, რომ ჯანმრთელი იქნება ? -კი. ცოტა თვითონაც უნდა დაგვეხმაროს, რომ აპარატები მოვხსნათ. -კარგი, გასაგებია. გავალ მე გარეთ. -გარეთ გასვლას აზრი არ აქვს. ჯობია სახლში წახვიდეთ, აქ მაინც ვერ შემოხვალთ და.. -კარგით. ექიმის წინადადება გავითვალისწინე და სახლში წავედი. უკვე დაძნებას ვაპირებდი, როდესაც გამახსენდა, რომ იქ ლიელი და ლიორი მელოდნენ, ტელეფონი ავირე და მათი ნომერი ავკრიფე. -გისმენთ - მიპასუხა ლიორმა -ლიორ, როგორ ხარ? -კარგად თაკო, შენ ? სად ხარ ? -საშუალოდ. თბილისში, ნინი ცუდადაა,საავადმყოფოში წევს, სანამ არ გამოკეთდება, მანამდე ვერ წამოვალ.. მე ნინის ვჭირდები. -რა დაემართა ? -ავარიაში მოყვა. ჩემთან მოდიოდა და.. -ცუდია. ლიელმა მოგიკითხა და მიყვარხარო. -ჩემგანაც.. ორივენი მიყვარხართ ძალიან.. -ჩვენც... აბა შენ იცი, წარმატებები. იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება.. -მადლობა. - ყურმილი დავკიდე და დასაძინებლად დავწექი. დილით მაღვიძარამ გამომაღვიძა, ფეხზე სწრაფად ავდექი, ცოტა ხანი დავბორიალობდი გამოსაფხიზლებლად, საბოლოოდ სიგარეტი ამოვიღე კოლოფიდან, მოვუკიდე და საძნებელში გავედი. თავისუფალი ტანისამოსი ამოვიღე ჩანდთიდან და უცბათ გადავიცვი. თმა შევიკარი და სახლიდან გავედი. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ნინის და როდის მეტყოდა ექიმი რომ ყველაფერი კარგად იყო. დრეფანში მაია ვერ შევამჩნიე, პალატის კარები შევაღე, ნინისთან კი ექთანი იყო და სავარაუდოდ წვეთოვანში წამალს უშვებდა. ნინის სასუნთქი აპარატი მოხსნილი ჰქონდა და ახლა ნათლად უჩანდა მისი გაფითრებული სახე. -ძალიან გთხოვთ მალე გადით აქედან, არ შეიძლება აქ ყოფნა, პაციენტისთვის ცუდია - ექთანს გაშტერებული თვალებით შევხედე, როგორ მინდოდა მისთვის კისერი მომეგრიხა და იქვე ჩემი ხელით მომეკლა. რა თქვა? ნინისთვის ცუდია შენი აქ ყოფნაო ? ნურას უკაცრავად..! - ექთანმა თავი დახარა და კარი გაიხურა. მე ნინისთან მივედი, იქვე სკამზე ჩამოვჯექი და მის ხელს შევეხე, მას კი კვნესა აღმოხდა -ნინი - ვთქვი ჩუმად. თვალები გაახილა, იქით-აქეთ მოიხედა და მზერა ჩემზე შეაჩერა. - ნი, კარგად ხარ? თუ დავუძახო ექიმს ? -კარგად ვარ - თქვა ჩუმად და თვალები დახუჭა - დედა სადაა ? -არ ვიცი. გუშინ რომ მოვედი აქ იყო, იმის მერე არ მინახავს.. -ესეც თუ დედაა.. ! - თქვა და თვალები მჭიდროდ დახუჭა და ისევ გაახილა -გტკივა რამე ? -თავი მტკივა. ძალიან დავარტყი საჭეს და ტვინს მსუბუქი შერყევა მაქვს.. საშინელებაა. -გეთანხმები.. სხვა არაფერი გაწუხებს ? მე რომ გხედავ მე მაწუხებს ყველაფერი..! -მშია.. -ახლავე.. - ღლაკს დავაწექი და ის უჟმური ექთანი შემოვიდა - პაციენტს შია და შეიძლება საჭმელი ? -კი, რა თქმა უნდა! მოვუტან ახლავე. ექთანმა საჭმელი მალე მოიტანა და თვითონ ცადა, რომ ნინისთვის ეჭმია, მაგრამ ნინიმ გამომხედა -თაკ, გეხვეწები მაჭამე რა.. - კი ბატონო.. - ექთანდ ღიმილით გადავხედე, მან ბოდიში მოიხადა და გაბრუნდა. ნინისთან დიდი ხანი ვიყავი. მართალია ექიმს ძალიან ბევრი ვეხვეწე და საბოლოოდ დავითანხმე, რომ ნინისთან ვყოფილიყავი. არ მინდოდა მისი მარტო დატოვება, როდესაც ნინომაც დაუდასტურა, რომ მისთვის პირიქით კარგი იყო ჩემი მასთან ყოფნა კარგიო და გავიდა. მაია არ მოსულა, ესეც თუ კარგი დედაა.! ნინიკოს თხოვნით სახლში წავედი. ტანზე გადავივლე და დასაძინებლად დავწექი. უკვე რამოდენიმე დღე გავიდა, რაც ნინი საავადმყოფოშ იწვა. დედამისი კი 2-3ჟერ იყო მოსული. აპარატები მოხსნეს, მაგრამ წვეთოვანი აუცილებელი იყო. ჩვეულებრივ, დილით ადრე ავდექი, ისევ უბრალოდ ჩავიცვი, არანაირი მაკიაჟი და ბევრი სამკაული... საავადმყოფოში შევედი და პალატის კარებთან გავშეშდი..
შეტყობინება შეასწორა nini_1997 - სამშაბათი, 2012-07-31, 6:45 PM | |
|
|
|
|
nini_1997 | თარიღი: შაბათი, 2012-08-11, 9:54 PM | შეტყობინება # 5 |
14
Offline
| II თავი
ჩვეულებრივ, დილით ადრე ავდექი, ისევ უბრალოდ ჩავიცვი, არანაირი მაკიაჟი და ბევრი სამკაული... საავადმყოფოში შევედი და პალატის კარებთან გავშეშდი.. ნინიკო საწოლზე იჯდა ჩაცმულ-დახურული და ჩანთაში იჩხრიკებოდა -ნინ, რა ხდება ? - ვიკითხე გაოგნებულმა -რა უნდა ხდებოდეს ? გამომწერეს და სახლში მივდიოდი.. -და ჩემთვის არ უნდა გეთქვა ხო? ეგრე უნდა? კარგი რა.. -უბრალოდ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა... -ხო კარგი გეყო ახლა. შენთან მიდიხარ ? -კი. მაინტერესებს მაია რას აკეთებს. არც იცის რომ გამოვკეთდი და სახლში მივდივარ. -მეც მაინტერესებს. კაი წამოდი ახლა . - ნინის ჩანთა გამოვართვი და მხარზე გადავიკიდე. მან ხელი რაღაც ფურცლებზე მოუწერა მთავარ ექიმს და სახლში წამოვედით. საავადმყოფოდან პირდაპირ ნინის სახლში წავედით. კარებს არასოდეს კეტავდნენ, ამიტომ სახლში ჩუმად შევედით, ჩანთები ძირს დავდე და უცნაურ ხმას გავყევით. მაიას საძნებლის კარამდე მივედით და ნინის გავხედე. გაფითრებული იდგა და თვალები მჭიდროდ ჰქონდა დახუჭული. კარები შევაღე, მაია და ვიღას სრულიად უცხო კაცი (დარწმუნებული ვიყავი ნინის მამა არ იყო) თავიანთ სტიქიებში იყვნენ გართულები. ნინი გვერდით ამომიდგა და ტაში შემოჰკრა. ორივემ წამიერად გამოიხედეს და გაშეშდნენ -ყოჩაღ! - დაიწყო ნინიმ - გეგონა საავადმყოფოშ ვკვდებოდი, მამა დაიგულე საზღვარგარეთ და შენს საყვარელთან ერთად გულაობ ხომ ? აი თურმე რატომ არ მოხვედი ჩემს სანახავად..! სუფთა ბო*ი ხარ ! - ნინი მიზბრუნდა, მაგრამ ისევ მოტრიალდა - ხო კიდევ, მამა რომ დაბრუნდება და მიკითხავს, ან შენ ეტყვი რატომ წავედი და ან მე ! ნინის ბარგი ჩავალაგებინე და ჩემთან წავიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ აქ აღარ ვცხოვრობდი, სახლი მაინც ჩემს სახელზე იყო. ახლა კი ნინი იცხოვრებდა. სანამ ის ბარგს დააბინავებდა, მე ბილეთის საყიდლად გავედი. გამიმართლა, 2 დღეში იყო უახლოესი რეისი, რომლის 1ცალი ბილეთიღა იყო დარჩენილი. -ნიი, მოვედი.. -რა ქენი, იყიდე? -კი და ხვალ ღამე მივფრინავ - ნინის სახე მოეღუშა და დივანზე ჩამოჯდა. მე ტელეფონი ავიღე და ლიორის ნომერი ავკრიფე -გისნემთ - გაისმა მისი ხავერდოვანი ხმა -ლიორ, როგორ ხარ ? -ოჰ, თამუნა, კარგად შენ ? -მეც კარგად ვარ -ნინი როგორ არის, გამოჭანმრთელდა ? -კი, გამოწერეს და ჩემთანაა.. მისმინე, ბილეთი ვიყიდე უკვე და ხვალ ღამე მოვფრინავ. ზეგ დილით თქვენთან ვიქნები და ძალიან გთხოვ, შენ მოდი რა.. ლიტალს არ უთხრა რომ მოვდივარ, კარგი ? -კარგი პატარა.. -ჩამოვალ და ნახავ ვინაა პატარა - მას გაეცინა -კარგი, აბა დროებითთ - ტელეფონი გავთიშე და ნინუცას შევუბრუნდი . -იცი რა კარგი იდება მომივიდა ? - მითხრა მან -აბა რა, ჩემო გენიოსო ? -არ გინდა, ჩვენებურად გავერთოთ ? გავიხსენოთ ძველი დრო ? -ისე, კარგი აზრია.. -მოვალ მალე თანთიდან საფულე აიღო და სახლიდან გავიდა. სახლში კი, ჩიფსებით და ლუდით დაბრუნდა. -კარგი ცივი ლუდია.. - თქნა ნინიმ -ნი, მიყვარხარ! - კომპიუტერში სიმღერები ჩავრთე ბოლო ხმაზე და ჩვენებურად გართობა დავიწყეთ, მხოლოდ ჩვენ ორმა. -თაკ, გახსოვს ის დღე, სკოლაში რომ ვიყავით და მაშინ შენ რომ გიხდებოდა სწავლა, მე შატალოზე რომ წამოვედი და ავტობუსში კოკა-კოლით რომ ვიწუწავეთ ? -მაგას რა დამავიწყებს გოგო, ეგეთი რამ ისრაელში რომ გააკეთო, აგაკრავენ 500 შეკელიან ჯარიმას! -ოოოუ, არ მოვდივარ მე მანდ -ისე ხომ მოდიოდი რა.. - გვიანობამდე ვსვავდით, ვცეკვავდით და ვლაპარაკობდით. საბოლოოდ კი აღარც მახსოვს როგორ აღმოვჩნდით საწოლზე მძინარები. დილით უკვე 3იყო დაწყებული როცა გავიღვიძე. ნინის კიდევ ეძნა, არ მინდოდა მისი გაღვიძება, ამიტომ ჩუმად ავდექი, სამზარეულოში აგვედი და ყავა დავისხი. ერთი სული მქონდა როდის დაღამდებოდა, რომ წავსულიყავი თელ-ავივში.. როგორ მინდოდა ლიტალი გულში ჩამეკრა და მისთვის მეთქვა თუ როგორ ძალიან მიყვარდა (მართალია ეს მისთვის არაერთხელ მითქვამს, მაგრამ მაინც..) საათნახევარში ნინი გამოვიდა საძინებლიდან თმაგაჩეჩილი და სიცილისგან კინაღამ იატაკზე გავწქი. თვითონ კი გაშეშებული მიყურებდა და ელოდა, როდის მოვრჩებოდი უაზრო სიცილს და ახსნა-განმარტებას ჩავაბარებდი -ჰე, დიდ ხანს უნდა გელოდო ? -წადი თმა დაივარცხნე - ნინიმ პატარა სარკე აიღო და ჩაიხედა, თვითონაც სიცილი აუვარდა. სავარცხელს დასწვდა და თმაზე დაიდო. - ჩემოდანს ცამალაგებინებ ? -კი, ოღონდ ჯერ მაცადე, უნდა ვჭამო.. -ღორმუცელა - ორივეს გაგვეცინა. ნინიმ როგორც ყოველთვის ორსაათიანი ჭამა გააბა და როგორ იქნა ადგა. მაგიდა მიალაგა და შემომიბუნდა - წავედით ჩემოდანში რაც ეწყო ყველაფერი ამოვაბრუნე, ჩაჩაჩული ჯინსები ჩავიცვი, ვარდისფერი მოგრძო მაისური, იღლიებთან კარგად თავისუფალი და ზედ ნახატებით.. შავ მაღლებზე შევდექი და ნინის გავხედე -კარგია ? -მმ.. ძალიანნ - მითხრა მან და თვალს ვეღარ მაშორებდა. ხელში ცისფერი მოკლე კაბა მომხვდა, რომელსაც უაზროდ დავატარებდი, მართალია ძალიან მომწონდა, მაგრამ ვერასდროს ვიცმევდი. -ნი ეს მოგწონს ? -ძალიან.. -მაშინ გამომართი.. მე მაინც ვერ ვიცმევ და შენ ჩაიცმევ სადმე.. აი ეს ტუფლებიც მაგისი შესაფერისია და გამოგადგება. - ნინის თვალები გაუნათდა, მოვიდა და გადამეხვია -უუუდიდესი მადლობა.. - მითხრა და ლოყაზე მაკოცა. კიდევ რაღაც-რაღაცეები ვაჩუქე, რაც ზოგი მომბეზრდა, ხოგს კი არ ვიცმევდი და სულ ახალი მედო. საბოლოოდ ჩანთა ჩავალაგე, თმა გავიშალე და მუქი მაკიაჟი გავიკეთე (ჩაშავებული თვალები, ეს ხომ ჩემი ცხოვრების ნაწილია) -აბა შემაფასე - ნინის წინ დავტრიალდი და შევხედე -ულამაზესი ხარ.. მეშინია შენი თვი ვინმემ არ წამართვას.. -რავიცი, რავიცი - ჩავიმღერე და სიგარეტი ამოვიღე ჯიბიდან. როგორც ყოვლთვის კვამლი ფილტვებში ძალიან ღრმად ჩაეშვა და მესიამოვნა, თან იმაზე მეტად ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. - წავედით - ვუთხარი ნინის, ოდესაც მოწევა დავამთავრე და სახლის კარები გავაღე. სახლიდან გავედით, გასაღები ნინის ‘გადავაბარე’ (ერთი ცალი ჩემოდანში მედო, ყოველი შემთხვევისთვის და 3 ცალი ნინის მივეცი. აეროპორტში მივედით და გამოაცხადეს ჩემი რეისი. ნინის გავხედე, ის კი თვალცრემლიანი მიყურებდა. ახლა ისიც ჩემ (ყოფილ) დღეში იყო. -კარგი, არ იტირო ახლა.. გამაგრდი.. ახლა შენ იცი, ხომ მუშაობ ? ახლა მარტო ცხოვრობ და უფრო ნაკლებს დახარჯავ, ფული შეაგროვე, ნელ-ნელა დააიწყე საბუთების გაკეთება, ბილეთს მე გიყიდი და ცამოდი ჩემთან.. სხვა რაღა დაგრჩენია ? მინდა ნახო იქაურობა.. ცენტრალური ქუჩები როგორი დალაგებულია და დანარცენი კი თბილისის ქუჩებზე უარესი.. ჩუმცა მაინც ლამაზია ზოგი რამ.. -აუცილებლად.. აბა შენ იცი კეთილი მგზავრობა - ნინის გადავეხვიე და კონტროლიორისკენ წავედი, საბუთები შემიმოწმეს და უკვე გასასვლელისკენ მივდიოდი, როდესაც შემოვბრუნდი ნინის ხელით ვანიშნე რომ წასულიყო, ცრემლი გადმომიგორდა, თუმცა მალევე შევიმშრალე, არ მინდოდა მაკიაჟი გამფუჭებოდა და გასასვლელისკენ გავედი.. თვითმფრინავშ ავედი და ჩემი ადგილი დავიკავე, ილუმინატორთან. აქედან ყველაფერს კარგად დავინახავდი. გვედით ვიღაც კაცი მომიჯდა. არ მინდოდა იქითკენ გახედვა, მაგრამ კაცის სუნამოს მწვავე სურნელმა მოაღწია ჩემამდე და სურვილს ვეღარ შევეწინააღმდეგე. გვერდით გავიხედე და უსიმპატიურესი ბიჭი მეჯდა გვერდით, სიმაღლეს ვერ გავარჩევდი სანამ არ ადგებოდა, ჩემსკენ გამოიხედა, თითქოოს ჩემი მზერა იგრძნოო. მომწვანო თაფლისფერი თვალები და ქერა, მოგრძო თმა ჰქონდა, ბოლოში დაკულულებული.. უკვე წარმოვიდგინე ჩვენ ორნი.. „რა შტერი ხარ თამუნა!“ - გაიფიქრე ჩემთვის -ასე მწვავედ რატომ მიყურებთ ? - მკითხა ინგლისურად, მე კი გავწითლდი, გავმწყვანდი და გავყვითლდი.. რა ფერი აღარ დამედო სახეზე, სირცხვილისგან დავიწვი, რა მეთქვა მისთვის ? ბოლოს დავუკვირდი, მისი სილამაზის მქონე ხმა ჰქონდა. ყველაზე დიდი სირცხვილი კი ის იქნებოდა რომ მისთის არაფერი მეპასუხა, ღრმად ამოვისუნთქე და ლაპარაკი დავიწყე...
| |
|
|