..და ბოლო გამომშვიდობება
|
|
nini_1997 | თარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 3:26 PM | შეტყობინება # 1 |
14
Offline
| სახელწოდება: ..და ბოლო გამომშვიდობება ავტორი: nini_1997 ბეტა: არ მყავს დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: G(General) ჟანრი: რომანტიკა(Romance) სტატუსი: წერის პროცესშია
შეტყობინება შეასწორა nini_1997 - პარასკევი, 2012-07-13, 3:27 PM | |
|
|
nini_1997 | თარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 3:37 PM | შეტყობინება # 2 |
14
Offline
| I თავი
-დედი დედი, მომავალში რა უნდა გამოვიდე ? -არ ვიცი, შენ რაც მოგინდება -შენ რა გინდა, რომ გამოვიდე? -ექიმი დე.. -აუუ! არ მინდა ექიმობა! - ტირილი დავიწყე და დედას ჩავეხუტე. - არ მიყვარს სისხლი! - ასეთი პატარა, მაგრამ მაინც ბევრის მცოდნე. ეს ჩემი დედიკოს დამსახურებაა. ექიმი იყო და ბევრ რამეს მიყვებოდახოლმე.. ... -ტომა - დაიწყო გიომ ( ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ლამის მუცლიდანვე მოვდივარ და ჩემ ძამიკოდ მივიჩნევ.) მე კი მას გაფითრებული, ცრემლიანი სახლით ავეხე -აღარ გინდა! - ვთქვი მწარედ და თავი მუხლებში ჩავრგი. მის თვალებში ამოვიკითხე, ის რისიც ასე ძალიან მეშინოდა, მე ჩემი დედიკო დავკარგე, ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა მარტოობას და ლაჩარი მამაჩემის გარეშე მთელი თავისი შემარდებით ცდილობდა არაფერი მომკლებოდა და მამის სითბოც მას შეევსო ჩემთვის. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც 9თვე მუცლით მატარა და ჩემი წიხლების რტყმა მისთვის უდიდესი ბედნიერება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ტკიოდა.. დედა დავასაფლავეთ. მე მაშინ 15 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ მქონდა იმის დრო, რომ პროპესია ამერჩია.. გიოს დავურეკე და ვთხოვე, რომ დეიდაჩემთან ამოსულიყო. - ... ასე, რომ მე დედიკოს სასახელო შვილი ვიქნები და მის ამ საქმესაც მე გავაგრძელებ, მართალია ცოტა სხვა კუთხით, მაგრამ მაინც, მე ქირურგი ვიქნები.. წელს 16ის ვხდები და სკოლასაც ვამთავრებ (ერთი წლით ადრე შემიყვანეს სკოლაში და 11 კლასს ვამთავრებდი).ვიცი მე ამას შევძლებ. დედაჩემს ვერა, მაგრამ სხვებს გადავარჩენ.. - ვთქვი სიამაყით და მათ გავხედე -დარწმუნებული ხარ? -ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ. -მაშინ წარმატებები ... ცრემლებს გზა მიეცი. მე მართლაც რომ ვარ ახლა ექიმი, რაც დედას სურდა, მაგრამ ერთი განსხვავებით, მე ქირურგი ვარ. 25 წლის ვარ, პატარა, მაგრამ თითქმის ყველას, ვინც მიცნობს საუკეთესო ექიმად მთვლიან. ეს ალბათ ჩემი მონდომესიბ გამოა.. თუმცა ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებს. ახლა კი მთავარია ჩემი გიო გადავარჩინო. ცრემლები მოვიმინდე, წყალი მოვსვი და საოპერაციო მაგიდას მივუბრუნდი.. -სკალპერი! .. საჭერები! ... პინცეტი! ... ლანცეტი! ... დეზიმფექცია! ... თამუნა, ჭრილობა შენ გაკერე.. მე უკვე აღარ შემიძლია, ცუდად ვარ! - ვთქვი და 5საათიანი ოპერაციის შემდეგ სკამში მძიმედ ჩავეშვი. გიო რეანიმაციაში იწვა. ახალი ნაოპერაციები იყო და სანამ გონს მოვიდოდა იქ მოუწევდა ყოფნა. მე ცოტა გულზე მომეშვა და დერეფანში გავედი. -ტ,ლომა, როგორაა ჩემი შვილი? -დამშვიდდით მანანა დეიდა. ყველაფერი კარგადაა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ახლა გიოს ვერ ნახავთ. რეანიმაციაში წევს და სანამ ნარკოზიდან არ გამოვ, მანამდე ვერ ნახავთ. ეს კი ხმალ მოხდება. ასე, რომ ჯობია ახლა სახლში წახვიდეთ და დაისვენოთ, თორემ ხვალ გიორგი რომ გნახავთ, არა მგონია მოეწონოს თქვენი მდგომარეობა.. - დიდი ხვეწნის შემდეგ დავიათანხმე და გიოს მშობლები, ძმაკაცებიანად სახლშ გავუშვი, მაგრამ ერთი სკამზე იჯდა, თითქოს ზედ დაეკერებინა ვინმეს -ბექა, შენ აქ რჩები ? -არა, უბრალოდ ერთ გოგოს ველოდები. შენი ნახვა სურს და.. -ვის ? -ნინოს, გიოს შეყვარებულს. -ვიიის? - ვიკითხე გაოგნებულმა. სისხლი გამიშვა, ჩემთვის უცნობი იყო, თუ გიოს შეყვარებული ყავდა და ძალიან მეწყინა, რომ არ მითხრა, ან სულ სხვა მიზეზი იყო ჩემი ასეთი რეაქციის მიზეზი.. -ტომა, გიორგის არ სურდა ამის შესახებ გაგეგო. მას ის გოგო არ უყვარს, ამაგრამ ი გოგოს ძალიან უყვარს და ამას სიამოვნებს მისი სითბო. ამის შესახებ მარტო ჩვენ ვიცით, სხვა არავინ.. -კარგი, მაგრამ აქ რისთვის მოდის? მართლა ჩემ სანახავად? თუ იმის იმედი აქვს, რომ გიოსთან შევუშვებ ძალიან ცდება. მათთან შესვლის უფლება მხოლოდ მე მაქვს და კიდევ რამოდენიმე ექთანს მორიგეობის მიხედვით. ნინოა თუ ვიღაც, იქ რომ შევუშვა, ამით რაიმე შარს ავიკიდებ და გიოსაც საფრთხეს შევუქმნი, რაც არ უნდა ქნას იმ გოგომ. ასე, რომ ჯობია სახლში წახვიდე.. მისი ნახვა თუ სურს ხვალ მოვიდეს. დღეს კი ბოდიში მომიხდია, მაგრამ ვერა. -ანუ ტყუილად მოვედი? - ჩემ ზურგს უკან ქალის წკრიალა ხმა მომესმა. შევტრიალდი და ჩემ წინ ცოცხალი თოჯინა იდგა. ფითქინა, თეთრი სახე. წელამდე ტალღოვანი ქერა თმითა და შავი თვალებით. ზუსტად ისეთი აღნაგობის, როგორიც ძალიან მომწონდა, მაგრამ ასეთები მხოლოდ ფილმებში მენახა. -სამწუხაროდ კი - გამვაცხადე საკმაოდ მტკიცედ - ხვალ, როცა გონს მოვა, მაში შეგეძლებათ ნახვა. მანამდე ეს აკრძალულია. გიოსთვის გარკოზი საშიშია, და ამიტომ მასთან სულ ვიღაც ექიმი ან ექთანია და მერე პრობლემები შემექმნება.. -მართლაც რომ სამწუხაროა, მაგრამ მის მშობლებს რა ვუთხრა? - განაცხადა მან -მოდი, ხვალ მოდი პირდაპირ ჩემ კაბინეტში და ჩუმად შეგიშვებ პალატაში, ოღონდ ახლა წადით -ტამარა ექიმო, რეანიმაციაში ახალნაოპერაციევი ბიჭი ცუდადაა - ექთანის ეს სიტყვები საზარელი აფეთქებისავით ჩამესმა ყურში. ნინოს და ბექას შუა ელვასავით ჩავიარე და რეანიმაციაში შევედი. გიორგი უცნაურ ფორმებს იღებდა, სუნთქვა აპარატის დახმარებითაც უჭირდა. თუმცა ეს არ იყო. დამამშვიდებელი მმივეცი, და მის ნაოპერაციევს შევხედე. ჭრილობა გახსნილი იყო -მაკრატელი, პინცეტი, ნემსი და ძაფი! სადეზიმფექციოც რა თქმა უნდა - ვუთხარი ექთანს და ჭრილობის ხლახლა დამუშავება დაიწყე. -რა მოხდა? რა მოუვიდა? ხომ კარგადაა? - დერეფანში გასულს კითხვეი დამაყარეს ნინომ და ბექამ. -დამშვიდდით, კარგადაა. წადით ახლა.. მას არაფერი მოსვლია - მწარედ მოვიტყუე, მაგრამ ვიცოდი, რომ სიმართლის შემთხვევაში არ წავიდოდნენ იქიდან და ტვინს შემიჭამდნენ. მე გასახდელისკენ წავედი. თბილი ჟაკეტი მოვიცვი, ჩანთა ავიღე და საავადმყოფო დავტოვე. წვიმიან წუჩებში მანქანა ნელა დამყვდა. მეშნოდა ჩემი მდგომარეობის გამო რაიმე არ მომხდარიყო. საჭმელი ვჭამე და დასაძნებლად დავწექი, თუმცა თვალი ვერ მოვხუჭე. ღმერთო ჩემო! ასე ძლიან რატომ არ მესიამოვნა ნინოს გამოჩენა ? ვეჭვიანობ? - არა რა სისულელეა! მაგრამ მაინც მიზეზი იმისა, რომ დავიბოღმე და გულზე რაღაც მძიმედ დამაწვა? ხომ უნდა მიხაროდეს, ნინო ასეთი კარგი რომაა ? - თუმცა ცოტა სწორ პასუხს მაინც ვერ ვპოულობდი.. ამ ფიქრებში კი როგორც იქნა ჩამეძინა..
| |
|
|
|
DreaMy | თარიღი: პარასკევი, 2012-07-13, 10:49 PM | შეტყობინება # 4 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| წარსული და აწმყო დროები ერთმანეთში გაქვს არეული, თუ არ ვცდები. აგერია ცოტა და დაარედაქტირე თავი თავიდან.
შეტყობინება შეასწორა DreaMy - პარასკევი, 2012-07-13, 10:49 PM | |
|
|
nini_1997 | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-19, 12:44 PM | შეტყობინება # 5 |
14
Offline
| II თავი
დილით როგორც ყოველთვის, ძალიან ადრე გამომეღვიძა. სახლი დავალაგე, ყავა დავლიე და სახლიდან გავედი. ჯერ გიო მოვინახულე, შემდეგ სხვა პაციენტების მდგომარეობაც გადავამოწმე და მათ შორის, ერთი ძალიან საყვარელი გოგონა იყო, 20წლის, თუმცა მაინც პატარა.. 1კვირის განმავლობაში ძალიან დავუახლოვდი.. -აბა როგორ გრძნობ თავს ნიაკო? - ვკითხე მხიარული ხმით და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. -მადლობ, კარად, თავად? -მეც კარგად. გინდა გაგახარო? -სახლშ მივდივარ? -დიახ! -აა! ტომა მიყვარხარ! -მეც. კარგი, კარგი დამშვიდდი ახლა.. საღამოს მე თვითონ წაგიყვან სახლში. - მისგან ვიცოდი, რომ არავინ ყავდა ახლობელი. სრულიად მარტო ცხოვრობდა თბილისში და შეყვარებულმაც მიატოვა. -არა, არა.. არ მინდა შენი შეწუხება, ჩემით წავალ -ნია, მე მგონი მეგობარმა მეგობარს უნდა დაეხმაროს. თანაც ხომ მინდა გავიგო სად ცხოვრობ, რომ გინახულოხოლმე.. - ნიამ თავი დახარა. - კარგი, მე გავალ ახლა და არ მოიწყინო. შენი MP3დავტენე და შეგიძლია მოუსმინო, ოღონდ დაბალ ხმაზე. პალატა დავტოვე და ჩემ კაბინეტში შევდი. საბუთების დახარისხება დავიწყე. -ტამარა, რეანიმაციაში პაციენტი გონს მოვიდა და თქვენი ნახვა უნდა. -პალატაში გადაიყვანეთ და ვნახავ. -კარგით. საბუთები მივალაგე და პალატაში გავედი. -აბა, თავს როგორ გრძნობ, გიორგიუს ? - ასე მხოლოდ მაშინ მივმართავდი, როცა მასზე მანწყენი ვიყავი, გიომ შუბლი შეკრა. -რა ხდება ? -შენს ამბებს სხვებისგან უნდა ვიგებდე ? -კი, მაგრამ.. -გუშინ ნინო ბრძანდებოდა აქ. -მერე? -მერე არაფერი.. შემეძლო შემომეშვა, მაგრამ არ შემოვუშვი. -რატომ ? - იკითხა გაბრაზებულმა -რატომ არ მითხარი, რომ შეყვარებული გყავდა? -მე ხომ ის არ მიყვარს?! -მერე რა? არ ვიყავი იმის ღირსი, ეგ რომ გეთქვა ? - ვიკითხე ნაწყენმა. -შენ რა ეჭვიანობ ? - გიომ ჩაიცინა -რატომ უნდა ვიეჭვიანო ? -რავიცი.. აბა ეგეთი რეაქცია... -კარგი რა! წავედი მე, თვს თუ ცუდად იგრძნობ იმ ღილაკს დააჭირე და ექთნები შემოვლენ. -ლამაზები მაინც არიან ? -გიორგი! -ხო, კარგი.. ვჩუმდები.. - დერეფანში გავედი და მანანა დეიდასთან მივედი -როგორ ბრძანდებით? -კარგად, ტომა, შენ ? -მეც. გიორგისთან შესვლა შეგიძლიათ, წამომყევით. - მანანა დეიდა და კახა ბიძია პალატასტან მივაცილე და იქაურობა დავტოვე. მთელი დღე უაზროდ გავიდა, მე გიორგისთან ა შევსულვარ. მანანა და კახა ბიძია სახლში წავიდნენ. როგორც ვიცი, რამდენიმე გიოს ძმაკაციც იყო მოსული. მომდევნო დღეს მოსვენებდი, ამიტომ კაბინეტშ შევედი და საბუთების მოწესრიგება დავიწყე. ეს საქმეც დავასრულე დღეისათვის და წასასვლელად მოვემზადე. -ტომა - ნაცნობი ხმა გავიგე და გასასვლელი კარისკენ გავიხედე. ჩემ წინ ნინო მოდიოდა. -მეგონა აღარც მოხვიდოდი და სახლში მივდიოდი მე - ნინოს გავუღიმე და ვანიშნე, რომ გამომყოლოდა. - დამელოდე - პალატაში შევედი და გიორგის დავხედე. მეგონა ეძინა და გამობრუნება ვცადე, თუმცა მაშნვე მომაძახა -გაგახსენდი? - მკითხა ნაწყენი ხმით. -სულ მახსოვხარ, უბრალოდ ერთს უნდა შენი ნახვა და მეგონა გეძინა.. -მღვიძავს.. ვინაა ? - კარები გამოვაღე და ნინო შემოვიდა. გიოს მაშინვე ღიმილი გადაეფინა სახეზე. სანამ შხამს გადმოვანთხევდი მანამდე ვთქვი -მე წავედი სახლში და გიორგი რაიმე თუ დაგჭირდა იცი რა უნდა ქნა. - მზერა ნინოზე შევაჩერე - შენ კიდევ დიდი ხნით ნუ დარჩები - პალატა დავტოვე და საპირფარეშოში გავედი. კარები გადავკეტე, ძირს ჩავსრიალდი და ცრემლები მწარედ გადმოვყარე თვალებიდან. ვეჭვიანობდი, საშინლად ვეჭვიანობდი, მაგრამ არა სიყვარულის გამო.. მე ხომ აქამდე მთელი ჩემი ცხოვრება მიჩვეული ვიყავი, რომ გიო ჩემი იყო და სულ ჩემთან ერთად იყო, ახალ კი როდესაც ვიღაც ჩვენს შუა ჩადგა საშინლად არ მომწონდა და მინდოდა, რომ ნინო გამეგლიჯა, თმებით მეთრია, მაგრამ ამას გიოს გამო ვერ გავაკეთებდი. როგორ მეზიზღებოდა გიორგი მას რომ უღიმოდა! ამას მალე ვეღარ გავუძლებ და ალბათ ამის გამო საგიჟეთშიც შეიძლება რომ მოვხვდე, ან გისოსებს მიმა, ნინოს მკვლელობის გამო.. უცებ ნიაკო გამახსენდა, წყალთან მივედი, შავი სახე უცებ მოვიბაზე. მაკიაჟი ხელახლა ავიკეთე, რომ აწითებული სახე არავის ენახა, კაბინეტიდან ნიას მკურნალობის საქმე გამოვიტანე და ნიაკოს პალატაში შევედი -მეგონა კიდევ აქ უნდა დავრჩენილიყავი - მხიარული ხმით თქნა ნიამ და წამოდგომა ცადა -ნიაკო, ცოტა ფრთხილად.. - კარადიდან მისი ტანსაცმელი გამოვიღე. შემოსვაში მივეხმარე და საავადმყოფო დავტოვეთ. ნიას ნათქვამ მისამართზე მივედით. იქაურობა თავიდანვე არ მომეწონა, თუმცა ამას ნაის ვერ ვეტყოდი. დიდი ლაპარაკის შემდეგ ნიას სახლში ავყევი. ახლა მივხვდი რატომ არ უნდოდა, რომ ავყოლილიყავი. ღმერთო ჩემო! როგორ შემეცოდა ნია აქ რომ ცხოვრობდა.. -ნი, რატომ დგახარ აქ? დიდხანს უნდა გელოდო ? მეძინება! -რა ხდება ? - იკითხა დაბნეულმა და ცოტაც შეშინებულმა -სწრაფად, რაც გიყვარს ის ტანსაცმელი და ნივთები აიე და ჩემთან გადმოდიხარ საცხოვრებლად. ძვლივს ვიპოვე, ისეთი ადამიანი, ვისშიც სითბო და მეგობარი დავინახე და იმედი მაქვს უარს არ მეტყვის.. - ვთქვი მოწყენილმა და დავინახე როგორ აენთო ნიას თვალები, მაგრამ მერე ისევ მოიღუშა -არ შემიძლია.. სხვის კისერზე ვერ ვიცხოვრებ.. -ნია! - ვთქვი ძალიან გაბრაზებულმა და ერთადერთ საძინებელში გავედი. კარადიდან ჩემოდანი გამოვღე და რაც ჩაეტია ის ტანსაცმელი „ჩავტენე“. მეორე, პატარა ჩნთაში ნიას ნივთები ჩავაწყვე. პატარა ნიას მივეცი, დიდი მე დავიჭირე, მეორე ხელი ნიას ჩავჭიდე და სახლიდან მთელი ძალით გამოვიყვანე. ნიამ კარები დაკეტა და ახლა უკვე თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში და ჩემი სახლისკენ დავიძარით. -ტომა, ეს შენი სახლია? - იკითხა გაკვირვებულმა და სახლის თვალიერება დაიწყო. -კი ნია. ხუთ ოთახიანია და მარტო ვცხოვრობ.. ნუ, ფაქტიურად ნახევარ დროს სამსახურში ვატარებ და სახლში არც ისე ხშირად ვარ, თუმცა მაინც არ მომწონს მარტო ყოფნა. ხვალ სახლში ვარ და მშვენიერი იქნება გასართობად, რას იტყვი ? -კი, მაგრამ . . -არაფერი მაგრამ.! ნიაკო, მე არავინ მყავს ისეთი ადამიანი, რომ მისთვის რაიმეს გაკეთება შევძლო. ერთი მავს და იმასაც მართმევენ - თავი დავხარე და განვაგრძე - ამიტომ, ძალიან გთხოვ, შენ რამდენი ფული, დრო ან ენერგიაც არ უნდა დაგახარჯო არ იწუწუნ კარგი? შენ უბრალოდ ჩემთვის მშვენიერი მეგობარი ხარ და მეგობარი მეგობარს უნდა დაეხმაროს.. - ნიას გავუღიმე და ვანიშნე გამომყოლოდა. - ნი, ეს შენი საძინებელი ოქნება. სააბაზანო და სამზარეულო ნახე სადაცაა. არ მოგერიდოს, შენ შენ სახლში ხარ.. დღეიდან აქ იცხოვრებ და ამიტომ არ იწუწუნო, გთხოვ. მერამდენედ გთხოვ ამას უკვე ვინ იცის! მე წავალ ახლა დავიძინებ და ხვალ დანარჩენზე ვილაპარაკოთ, კარგი ? -კარგი -ნიაკომ ლოაზე მაკოცა, და საძინებელში შევედი. არ მეშინოდა იმის, რომ ნია რაიმეს ოიპარავდა ან რაღაც.. ძვირფასი ნივთები სეიფში მედო, რომელიც ისეთ ადგილას იყო, ომ იქ ნია არ მივიდოდა, რომც მისულიყო ვერ გახსნიდა. მეორეც კი მჯეროდა, რომ ნია ამის გამკეთებელი არ იყო. დილით კარგ ხასიათზე გამომეღვიძა. ნიას უკვე ეღვიძა და ჩაის სვამდა. მე ყავა დავისხი და მაგიდას მივუჯექი -შენ რა სულ ადრე იღვიძებხოლმე? -კი, მიჩვეული ვარ.. შენ სულ აგვიანებ სამსახურში? - საათს გავხედე, 11 იყო უკვე დაწყებული. -არა, ეს იმის ბრალია, რომ გუშინ ძალიან დავიღალე. კვირაში ერთადერთხე მაქვს დასვენების დღე, ისიც იშვიათად, თუ არ ვისვენებდე, და მთელ დაკლებულ ძილს ამ ერთ დღეში ვინაზღაურებხოლმე. ნი, მიდი რა ძალიან გთხოვ ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ.. მომწყვინდა სახლში. -სად მივდივართ? -არ ვიცი.. სადმე.. მაღაზიებში გავიაროთ, რამდენი ხანია არ ვყოფილვარ.. მომბეზრდა ერთი და იგივე ტანსაცმელი.. მარტო სიარული კი მეზარებახოლმე.. -კარგიჰ - ნიაკო ოთახში გავიდა. მეც გამოვიცვალე მკკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, ნიაც „შევღებე“ და გარეთ გავედით. ძვლივს, ამდენი წლის შემდეგ ისევ ისე, ძველებურად გავერობოდი.. მომენატრა ის დრო, როდესაც მარიამი საქართველოში იყო და ერთად ვერთობოდით ხოლმე, კარგად ჩვენ გემოზე.. ახლა კი უკვე თითქმის 4წელი გავიდა და ძალიან მენატრება..თუმცა იმედი მაქვსმალე ჩამოვა, ახლა კი ნიასთან ერთად უნდა მემხიარულა. ნაის ხელი ჩავჭიდე და მანქანასთან ხელჩაკიდებულები მივედით. ახლა დაიწყებოდა ჩვენი დღე.
| |
|
|