taakoo1012 | თარიღი: ორშაბათი, 2012-02-13, 5:56 PM | შეტყობინება # 1 |
55
Offline
| 1 თავი ალბათ ბევრია ისეთი ადამიანი ვისაც ჩემი შურს ვისაც ჰგონია რომ მე ბედნიერი ვარ. მათ ხომ ჰგონიათ რომ სიმდიდრე ეს არის ბედნიერება... მაგრამ არა ჩემთვის ეს ის სატანჯველი იყო რომელსაც ვერასოდეს ვივიწყებდი. სწორედ სიმდიდრე იყო ყველა ჩემი უბედურების მიზეზი, ალბათ წლების წინ ასე არ ვფიქრობდი რადგან ის ჩემთან იყო მაგრამ ახლა როდესაც ის, ედვარდი, ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაზე ბევრს ნიშნავდა ჩემს გვერდით აღარ იყო მისგან მხოლოს მოგონებებიღა მქონდა დარჩენილი, მოგონებები რომლებიც არასოდეს მტოვებდნენ. როდესაც ის დღე მახსენდება როდესაც გავიგე რომ სამუდამოდ მტოვებდა გული მიკვდება, ნაგლეჯებად მეფლითება, ვტირი,მაგრამ ესეც არ მშველის თითქოს ცრემლები გამიშრა. ყოველ დღე, ყოველ დილას, ყოველ ღამე ნათლად მიდგას თვალწინ ჩვენი ბოლო შეხვედრა, მაშინ ხომ ბედნიერი წყვილი ვიყავით. რამხელა ტკივილი მომაყენა რამდენი წელი გავიდა მაგრამ გული ისევ ისე მტკივა, ტკივილი არ მინელდება. იმ დღეს ხომ ჩემი დაბადების დღე იყო მაშინ გავხდი 18 წლის. უზარმაზარი წვეულება იყო ყველა ჩემი მეგობარი მოსულიყო მაგრამ ის არა ის აქ არ იყო. მთელი დღე ვცდილობდი დაკავშირებას მაგრამ ტელეფონს არ პასუხობდა, სახლშიც მივაკითხე მაგრამ არ დამხვდა. მეორე დღეს სკოლაში წავედი იმ იმედით რომ ვნახავდი, ჩემს ახალთახალ ჯიპში ვჯდებოდი როდესაც სავარძელზე კონვერტს მოვკარი თვალი. აკანკალებული ხელით გავხსენი და კითხვა დავიწყე: ,,ელიზაბეთ არ იფიქრო ამ გადაწყვეტილების მიგება ჩემთვის ადვილი იყო მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ არ შემეძლო, მე შენი შესაფერისი არ ვიყავი ელა, მე ხომ მხოლოდ ერთი უბრალო ბიჭი ვიყავი რომელსაც საჭმლის ფულიც კი არ გააჩნდა, თუმცა შენ მაინც გიყვარდი ისეთი გიყვარდი როგორიც ვიყავი. ელ მინდა მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის, პირველ რიგში კი იმისთვის რომ უდიდესი სიყვარული მაჩუქე. მიჭირს შენთან განშორება მაგრა სხვა გზა არ მაქვს მე მივდივარ, სამუდამოდ. იმედია ოდესმე მაპატიებ იმ ტკივილს რაც მოგაყენე. ელიზაბეთ მეისონ მე ყოველთვის მეყვარები, იმ იმედით გტოვებ რომ, აუცილებლად იპოვი ადამიანს რომელიც გულწრფელად შეგიყვარებს და გაგაბედნიერებს მოგცემს იმას რაც მე ვერ მოგეცი. მშვიდობით ედვარდ ქალენი.
შეტყობინება შეასწორა taakoo1012 - ორშაბათი, 2012-02-13, 5:57 PM | |
|
|
taakoo1012 | თარიღი: ორშაბათი, 2012-02-13, 5:56 PM | შეტყობინება # 2 |
55
Offline
| შემეშალა ეს არ არის თარგმანი, ეს არის ჩემს მიერ დაწერილი ფანფიკი
| |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: შაბათი, 2012-04-07, 12:49 PM | შეტყობინება # 4 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| damainteresa : )) raghac axalii : )) axali tavi imedia male iqneba
| |
|
|