მარადისობის ალქიმია: ამბავი გარდასახვაზე
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-01-11, 4:33 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| სახელწოდება:მარადისობის ალქიმია: ამბავი გარდასახვაზე ავტორი: Avery Williams მთარგმნელი: AnasteishA დისკლეიმერი: [color=gray]პერსონაჟებზე უფლებები ეკუთვნის ავტორს. რეიტინგი:G ჟანრი: დარკი, დრამა, ანგსტ. სამარი: ესაა ამბავი გოგონაზე, რომელმაც 600 წელი სიცოცხლის შემდეგ მრავალი ამქვეყნიური სიამოვნება მიიღო, მაგრამ ამისთვის მას უდანაშაულოთა სიცოცხლის გაღება მოუწია. მრავალი საუკუნის წინ მისმა სატრფომ, საირუსმა აღმოაჩინა ალქიმიური მეთოდი, რომელიც მათ მარადიული ცხოვრების საშუალებას აძლევს, ოღონდ დროდადრო სხვადასხვა სხეულებში გადასახლებით, სამაგიეროდ კი ამ სხეულების პატრონთა სიცოცხლის ხელყოფა უწევთ. სერაფინა ეიმსი დანაშაულის გრძნობას ვეღარ უძლებს, საირუსისგან გარბის და პირობას დებს, რომ აღარასოდეს მოკლავს ადამიანს... პირველმა სიყვარულმა სერაფინა უკვდავად აქცია... მეორემ შეისაძლოა მისი სიცოცხლე შეიწიროს... სტატუსი:თარგმნის პროცესშია.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ოთხშაბათი, 2012-01-11, 4:38 PM | |
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-12, 7:15 PM | შეტყობინება # 4 |
572
Offline
| ee Raghac martla dzaan magari sainteresoa. Midiii ann raa dade gtkhoov dzaan mainteresebs : X
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2012-01-16, 0:35 AM | შეტყობინება # 6 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პროლოგი
ლონდონი, 1349 წ.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ამ ბალ–მასკარადს მთელი ჩემი ცხოვრება ველოდი. 14 წლისა უკვე სასურველი სარძლო ვარ და როგორც იქნა, საკმაოდ მოზრდილიც ამ ნაბიჯისთვის. ჩირაღდნების შუქი ციმციმებს ტემზაზე აგებულ ლორდ სეფიტის სასახლის ქვის კედლებზე, ჩემ თმაში ჩაწნული ვარდები მათრობელა, ტკბილ სურნელს აფრქვევენ. თაღოვან დერეფანში მივაბიჯებ. სარკეში საკუთარ თავს მოვკარი თვალი. მაღალწელიანი თეთრი მოსასხამი მაცვია- ნაკერებში დატანებული ოქროს ძაფებით, ჩემს სხეულზე წყალივითაა დაშვებული. სახელოები მჭიდროდ მადგას მკლავებზე, იდაყვებთან კი ფრთებივით გაფარჩხულია. პეპლის ფორმის, კრისტალებითა და მინის მარცვლებით გაწყოფილი ოქროსფერი ნიღაბი მიკეთია. ნიღაბი სახიდან თავის უკანა ნაწილისკენაა მიმართული, სადაც თმის გუნდა ვერცხლისფერი ბადით მაქვს დამაგრებული. წამიერად თავგზას მირევს ნიღაბი- დარწმუნებული არ ვარ, რომ ანარეკლი სარკეში ნამდვილად ჩემია. დასარწმუნებლად ხელს ლოყაზე ვიდებ- გოგონაც იმავეს იმეორებს სარკეში. კმაყოფილი ვტრიალდები და ჩემს მშობლებსა და მუსიკის ხმას მივყვები- ქნარი და ბარბითი, დაირა და დაფდაფი- ბოლოს სამეჯლისო დარბაზსაც მივაღწიეთ. წამით ვშეშდები კართან, შენიღბულ მოცეკვავეებს ვუმზერ: ქალები წრეზე ტრიალებენ, მათი აბრეშუმისა და ხავერდის მოსასხამები კი იატაკზე დაქრიან, მამაკაცები უფრო ფართო წრეზე დადიან მათ გარშემო, შანდლების ციმციმი მათ თავსამკაულებს აბზინებს. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან ლონდონში ვცხოვრობ, აქ მყოფთაგან ვერავის ვცნობ. უცებ ვგრძნობ, რომ გვერდით ვიღაც მიდგას და თავს ვაბრუნებ. ჩემს გვერდით მთლიანად შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი დგას წითელი ნიღბითა და ქერა თმით. იგი ბროწეულისფერღვინიან თასს მაწვდის, ოდნავ მოვსვი და ყელში მოტკბო მწველი გემო ვიგრძენი. "უნდა იცეკვოთ", მეუბნება ის. "მაგრამ აქ ვერავის ვცნობ," ვპასუხობ მე, თან ვაკვირდები, იქნებ ეს ახალგაზრდა ჩემ ნაცნობთაგანია. "სწორედ მაგიტომ უნდა იცეკვოთ", ამბობს ის, მისი ლურჯი თვალები ციმციმებს მეწამული ნიღბის ქვეშ. "ნიღბები იმისთვის გვიკეთია, რომ თავისუფლება მოგვანიჭოს, რათა ისეთი რაღაცეები გავაკეთოთ, რასაც ჩვეულებრივ არ ვაკეთებთ ხოლმე; რათა ერთი ღამით სრულიად განსხვავებულნი გავხდეთ". რამდენიმე წუთის განმავლობაში მდუმარედ შევცქერი. "ერთმანეთს ვიცნობთ?" ის თავს უკან გადაიქნევს და იცინის. "არამგონია. რომ გიცნობდე, დარწმუნებული ვარ მემახსოვრებოდი. მაგრამ გამორიცხული მაინც არაფერია, იქნებ ვიცნობთ კიდეც ერთმანეთს. ამას ვერასდროს გავიგებთ." მცირე ხანს ერთად ერთად მივიწევთ, მაგრამ მალევე ვშორდებით ერთმანეთს, როცა ცეკვის წრეში ვდგებით. თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ავხედო და ყოველ ჯერზე, როცა ამ წადილს ვნებდები, მის მზერას ვაწყდები, მის ციმციმა ლურჯ თვალებს, რომელთა პატრონი ოთახში წრეზე მარხევს. ღმერთს ვმადლობ, რომ სახე დაფარული მაქვს, რადგან ვგრძნობ როგორც ყოველთვის, ახლაც მეფაკლება ღაწვები. მაგრამ სიმღერა დამთავრდა თუ არა, ისიც გაქრა. მარტო დავდივარ სტუმრებს შორის, მცხელა და თავბრუ მესხმის. ღვინო, ცეკვა და ხალხის ზეწოლა– ყველაფერი ერთად უკვე მეტისმეტია. ქვის კედლებზე ჩარიგებულ ჩირაღდნებს მივყვები შიდა ეზოში, შემდეგ ბაღში, სადაც მისანი მის გარშემო თავმოყრილ ხალხს ართობს. გაოცებული ვუყურებ უეცრად როგორ არსაიდან ჩნდება ჰაერში მტრედი, რომელსაც ჯადოქარი თავზემოთ ააფრენს. "ნამდვილი თვითმარქვიაა," ამბობს ხმა ჩემს ზურგსუკან. სწრაფად ვტრიალდები და მეწამულნიღბიან კაცს ვხედავ. "ეს ხომ გასაოცარია!" წამოვიძახე მე. "მან ჩიტი გააჩინა ჰაერში." "მსგავსი არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ ოინებით ატყუებს ხალხს. მაგრამ"–მან ხელი გამომიწოდა.–"თუ შემომიერთდები, რაღაც ნამდვილად გასაოცარს გაჩვენებ." ცნობისმოყვარეობა მიპყრობს. გამოწვდილ ხელში ხელს ვუდებ და ნებას ვაძლევ ხალხის ბრბოდან გამიყვანოს. სასახლის ალაყაფს რომ ვუახლოვდებით, ყოყმანს ვიწყებ. "სასახლეს ვერ დავტოვებ. ჩემი მშობლები იღელვებენ." "აქვე მივდივართ, ქუჩაში," მპირდება ის და მე უხალისოდ მივყვები მას, გარს ვუვლით ვარდისბუჩქებიან ბაღს, რომელიც პირდაპირ ტემზას გასწვრივაა გაშენებული. ვარდების ტკბილ სურნელებას ვგრძნობ, რომელიც ჩირაღდნების კვამლს ერევა. ქვის მერხთან ვჩერდებით და ის ხელს მიშვებს. "შეიძლება?" მეკითხება ის. წარმოდგენა არ მაქვს რის გაკეთებას აპირებს, მაგრამ თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. თმიდან ფრთხილად მაცლის ერთ ვარდს და ფრთხილად იდებს ხელის გულზე. ყვავილი ჯერ კიდევ მუქი წითელია, მაგრამ შემჭნკარი. ფურცლების ბოლოები უკვე აფშეკილია გახმობის ნიშნად. "ხალხი ყოველთვის ეძებს ჯადოქრობას, არადა სინამდვილეში ნამდვილ სასწაულებს ბუნება ახდენს," ამბობს ის და ჯიბიდან მინის პატარა ფლაკონს იღებს.. "ეს ყვავილი უკვე მკვდარია. ამით თქვენი განაწყენება სულაც არ მინდა, ჩემო ქალბატონო." იღიმება კაცი. "მაგრამ ამ ბუჩქებზე შერჩენილი ვარდები უფრო ცოცხლად გამოიყურებიან." იგი ფლაკონს თავს ხდის და რამდენიმე წვეთი დამჭკნარი ყვავილის ფუძეს ეცემა, შემდეგ იგი ვარდის ბუჩქის ეკლიან ტოტს მაღლა სწევს. რამდენიმე წამში ხელს აშორებს ტოტს და მე გაოგნებული შევკრთები. წითელი ვარდი, რომელიც ცოტა ხნის წინ თმაში მქონდა ჩამაგრებული, ბუჩქზე ახლად გაფურჩქნულივითაა, მისი ფურცლების ხავერდოვანი ზედაპირი აღარაა გამომშრალი ან დამჭკნარი. "მაგია?" ვჩურჩულებ მე. "მეცნიერება," მპასუხობს ის. მე განცვიფრებული და აღფრთოვანებული ვარ. "მნიშვნელობა არ აქვს რას უწოდებ," ვამბობ მე. "ჩემთვის ეს მაინც ჯადოქრობაა." "მოიხსნი ნიღაბს?" მეკითხება იგი და თვალების სიღრმეში მიყურებს. "მინდა ვიცოდე ვინ ხარ." "მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენც მაჩვენებ სახეს." ის თავს მიქნევს და მე თასმების შეხსნას ვიწყებ, რომლითაც პეპლისფორმიან ნიღაბი მაქვს სახეზე მიმაგრებული და ნიღებს სახიდან ვიძრობ. ისიც იმავე აკეთებს და მეწამულ, ჩემი ვარდის ფერის ნიღაბს იხსნის. ერთმანეთს ვუყურებთ და ორივეს გაოცების შეძახილი აღმოგვხდება. "სერაფინა", სუნთქვაშეკრული ამბობს ის. "საირუს", არანაკლებად გაოგნებული ვარ მეც. საირუსი მეაფთიაქის ვაჟია, მრავალჯერ შემითვალიერებია მალულად, როცა მამამისთან ერთად სტუმრად მოდიოდა ჩვენთან. მომწონდა მისი ქერა თმა, გამოკვეთილი ღაწვები და ციმციმა თვალები. გათხოვებაზე ოცნებისას ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე საირუსს ჩემს ქმრად. "იმაზე უფრო ლამაზი ხარ ვიდრე მახსოვდი," მეუბნება ის და აშკარა ხდება, რომ მასაც უფიქრია ჩემზე. "ამიტომ პირობას გაძლევ, რომ მალე შენს სახლში მოვალ მამაშენთან დასალაპარაკებლად და ყვავილზე უკეთეს რამეს მოგიტან." უკან დასახევი გზა მოჭრილია- სახეზე ალისფერი მადევს, ემოციებით პირთამდე ვარ სავსე, თავს დამტეხილი ემოციები მაოცებს. ვარდების მათრობელი სურნელი მავსებს და თვალებს ვხუჭავ. ნუთუ ესაა ჩემი ბედისწერა? ძლივს ვამჩნევთ, რომ ღამის ჩრდილს ორი ფიგურა გამოეყო და ჩვენსკენ წამოვიდა: ჭუჭყიან ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი და კაცი, სახის ნახევარს პირბადეები უფარავთ. წელზე კარგად ნაჭედი, ბასრი ხმლები შემოურტყავთ. "სერ!" ჩვენს წინ აფურთხებს კაცი და ისევ საირუსს მიმართავს. "თქვენი ქისა მომეცით." შიშისგან ვხევდები, საირუსი კი ჩემს წინ დგება და თავისი სხეულით მფარავს. "აქედან დაიკარგე," რიხიანად ეუბნება ის. "საშენო არაფერი მაქვს." კაცმა ხმალი იშიშვლა. „თქვენს ქალბატონზე რას იტყვით?“ ფული თან არც მე მაქვს. სამაგიეროდ მაქვს ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ჯვარცმა, რომელსაც ყელიდან არასდროს ვიხსნი ხოლმე და მე ხელის მკვეთრი მოძრაობით ვიხსნი მას და კაცს ვუწვდი. ის უხეშად სტაცებს ხელს, ლამისაა ჯაჭვი გაწყვიტოს. "სულ ესაა?" ბუზღუნებს ის, პირს იბრუნებს და მიწაზე აფურთხებს. "მეტი არაფერი მაქვს" ვეუბნები ათრთოლებული ხმით. თვალის დახამხამებაში მან იღლიაში ამომიჩარა. პირიდან დამპალი კბილები მოუჩანს, სახეზე კი ალკოჰოლის ოხშივარი მცემს. "ხელი გაუშვი!" მომესმა საირუსის ყვირილი, რომელსაც საბრძოლო პოზა მიეღო. ელვისსისწრაფით ჩაიგდო ხელში ქალის ხმალი, კაცს წიხლი ჩააზილა, შემდეგ კი ხმალი ჩაიძირა უცნობის ღიპში. მისი ამაზრზენად ცხელი სისხლი მოსასხამზე მესხმება. ჩვენ მის სხეულს დავცქერით ქვასავით დაბერტყებულს. საირუსი მე მაბჯენს მზერას– მის გამომეტყველებას ცვლილებას ვამჩნევ– თვალები შემზარავად დამრგვალებია. და ამ წამს, უკვე მეორედ ამ საღამოს განმავლობაში, ჩემი სამყარო სამუდამოდ იცვლება. იმის თქმა, რომ ქალის პატარა ხანჯალმა ზურგი განმიგმირა, ისევე მსუბუქად ჟღერს, თითქოს მან უბრალოდ საყურეები მომარგო. ესაა ტკივილის აფეთქება. ვგრძნობ როგორ შემდის ბასრი დანა სხეულში, ძვალს ეჯახება და ცხელ ნაკადს ვგრძნობ– სისხლმა იფეთქა და ზურგზე დამეღვარა. სისხლი უნისონში წვეთავს ჩემ შემკრთალ გულისცემასთან ერთად. საირუსი ქალს მაგლეჯს. იგი მძიმედ ეცემა– თავს ქვაზე არტყამს. ვეღარ დგება. მე მუხლებზე ვეშვები და ნათელ მთვარეს ავცქერი, თითქოს წუთის წინ სულაც არ მიმეღო ლახვარი ზურგში. ვგრძნობ საირუსი როგორ მხვევს ხელს, მის სუნთქვას ვგრძნობ, როცა ახლოს მეკვრის და ჭრილობაზე ხელს მაჭერს, იმასაც ვხედავ როგორ ეღვრება თეთრ ხელებზე ჩემი სისხლი და მეწამულად უღებავს. დანისლულად ვხედავ როგორ იხსნის ტუნიკას და პატარა ფლაკონს იღებს. თვალები მეხუჭება და სამყარო ბუნდოვანი ხდება. "მე გადაგარჩენ, სერა. ნუ მიმატოვებ!" ფლაკონიდან ერთ წვეთ სითხეს თითზე იწვეთებს და ტუჩებზე მადებს. სითხეს ენას ვახებ თუ არა, ტკივილისგან ვყვრი. "ეს რა საწამლავია?" აღმომხდა მე. "ეს ელექსირია," აჩქარებით მიხსნის ის. "მამაჩემმა და მე შევქმენით შავი ჭირის დროს. ის დაავადდა და ამით გამოჯანმრთელდა. სხეული, რომლითაც ახლა ცხოვრობს, იცი... ის ამ სხეულში არ დაბადებულა." სიმძიმეს ვგრძნობ ყელში, თითქოს რაღაც მეწვის. "ვიწვი!" "ვერცხლის სიმი ამაგრებს შენს სულს სხეულთან," სწრაფად ამბობს ის. "ეს ბანგი დაარღვევს ამ კავშირს. მალე განთავისუფლდები." მალე ამსუბუქება ვიგრძენი, თითქოს შემეძლო ცას მივწვდენოდი, თითქოს შემეძლო პლანეტებთან ერთად მებრუნა მათ ორბიტებზე. "სერა. ნუ წახვალ." საირუსის ხმა მესმის, მაგრამ მისი სიტყვები სრულიად უმნიშვნელო მეჩვენება. მინდა ავუხსნა სად მივდივარ: ვარსკვლავებისკენ. შეეძლო მასაც წამოსულიყო. როცა მან ქალი ჩემ ზემოთ დაიჭირა, ფიქრებიდან გამოვერკვიე. საირუსს უნდა რომ ამ ქალს ვაკოცო. რა სასაცილო, ამაზრზენი აზრია. ქალი ხომ უკვე მოკვდა? განა მე თვითონ მკვდარი არ ვარ? არა, ნელ–ნელა გავაცნობიერე, რომ ცოცხალი ვიყავი და დედამიწას დავუბრუნდი; ეს ქალი ცოცხალია. მან უბრალოდ გონება დაკარგა დაცემისას. არ ვიცი რატომ, მაგრამ საირუსს ვემორჩილები. ვკოცნი ქალს და შემდეგ ტკბილ გემოს ვგრძნობ. უეცრად ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს სამყარო აფეთქდა. ცა ქუხს, ისეთი ხმაა, თითქოს გემების მთელმა ფლოტმა დაიწყო ზარბაზნების დაშენა. დროსა და სივრცეში დავტორტმანებ და შემდგომ ისევ ყველაფერი წყნარდება. ჩემდა გასაოცრად, ზურგის ტკივილი გაქრა. "სერა, თვალები გაახილე," ბრძანა საირუსმა. დიდი ძალისხმევის შედეგად დავემორჩილე. ნანახი სრულიად წარმოუდგენელი იყო. ვხედავდი ქვაზე მწოლიარე საკუთარ სხეულს, ფერმკრთალსა და ცივს, სისხლი ჯერ კიდევ წვეთავდა მოსასხამზე. მოჩვენება ვარ, ვფიქრობ გააფთრებული. ესაა ერთადერთერთი ახსნა ამ სიტუაციაში. მაგრამ ეს ახსნაც გაბათილდა, როცა ხელი გავიწვდინე და ჩემ საკუთარ ლოყას შევეხე. მაგრამ ეს არ იყო ჩემი ხელი– ჭუჭყიანი, დაკვნეტილი ფრჩხილებით. როგორღაც ახლა მე ვარ ის ყაჩაღი ქალი. უეცრად ძალას ვგრძნობ და ფეხზე ვდგები. "არაფერი მესმის." საირუსი ჩემს წინ დგას. "სერა, შენ ცოცხალი ხარ. და თუ არ ვცდები, არც არასდროს მოკვდები." "მაგრამ ჩემი სხეული..." საირუსი ფიქრიანად მერყეობს. შემდეგ ცხედარს იღებს და ტემზაში აგდებს, პასუხად დგაფანის ხმა ისმის. "ის ერთადერთია, რაც შენგან დარჩება ოდესმე. შენი ახალი სხეული განსხვავებულია, ადამიანი აღარაა და არც შენს სულთანაა დაკავშირებული. როცა აღარ დაგჭირდება, მტვრად იქცევა." საირუსის სიტყვები ცივი წყალივით მევლება, მაგრამ ვერ ვხვდები რას ამბობს. სწორედ ამ დროს მესმის დედაჩემის შეშფოთებული კივილის ხმა თუ როგორ კვეთს მდუმარე ქუჩას. "სერაფინა ეიმს! სერა, სადა ხარ?" საირუსი შეშფოთებული ბრუნდება ჩემსკენ. ხელს მავლებს და რაც შეიძლება შორს მივყავარ ხმისგან. "სერაფინა, უნდა წავიდეთ." სხვა რა უნდა გავაკეთო ვერ ვხვდები, ამიტომ მასთან ერთად გავრბივარ. "მშვიდობით," ვჩურჩულებ დედაჩემის გასაგონად, მაგრამ მას არ ესმის. ის ვეღარასოდეს იხილავს თავის ქალიშვილს.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ორშაბათი, 2012-01-16, 0:35 AM | |
|
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-01-18, 2:18 PM | შეტყობინება # 9 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Magariaa )) gansxvavebulic : ))
| |
|
|
Vampire_GvaberiDze | თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 7:55 PM | შეტყობინება # 10 |
^ Normal People Scare Me ^
817
Offline
| ☆AnasteishA☆, შენი ფიკები!! აა <3 ყოველთვის საინტერესოოეებია <3
გადასათარგმნათ მხოლოდ საუკეთესოებს ირჩევ ^^
შეტყობინება შეასწორა Vampire_GvaberiDze - შაბათი, 2012-01-21, 8:15 PM | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 1:08 AM | შეტყობინება # 11 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Vampire_GvaberiDze, ფიკი არაა ეს, განსხვავებული რომანია. Quote (Vampire_GvaberiDze) გადასათარგმნათ მხოლოდ საუკეთესოებს ირჩევ კომპლიმენტისთვის მადლობა. ისეთს ხომ არ გადავთარგმნი და საიტზე დავდებ, რაც მეთვითონაც კი არ მომწონს
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 1:10 AM | შეტყობინება # 12 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი
სან–ფრანცისკო ახლანდელი დრო
სან–ფრანცისკოსთვის შეუფერებლად თბილი გვიანი შემოდგომის დღეა. დილის ნისლი უკვე გაიფანტა და მზის სხივები მეცემა ფერმკრთალ კანზე, მაგრამ ვერ მათბობს. მთელი წლის განმავლობაში ძვლისფერი ვარ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ დროს გავატარებდი მზეზე და სულ მცივა, სულ. ეს ყოველთვის ასეა, როცა სიკვდილი ასე ახლოა. ეს სხეული ჯოჯოხეთისთვის გავიმეტე, და როგორც იქნა, მანაც მოიცალა ჩემთვის. ჩემი ბინის სახურავზე მოწყობილი აუზის ირგვლივ მომფანტულ რკინის შეზლონგთაგან ერთ-ერთს მივეყუდე და შევკრთი. ესაა ჩვეულებრივი შემინული შენობა, რომლის ყველა კუთხე და ფასადის ლურჯი ტონები მიმართულია ზემოთ, SOMA-ს უბნისკენ. მზის სხივები აუზის ზედაპირზე ციმციმებს; იმის მიუხედავად, რომ მზის სათვალე მიკეთია, მაინც მჭრის თვალს. თვალებს ვჭუტავ და კოლიბრს ვაყოლებ თვალს, რომელიც სახურავის კიდეზე ზიგზაგისებურად დაფრინავს, თავს დასტრიალებს ყუთებში ჩარიგებულ მცენარეთაგან გადმოშვებულ ლალისფერ ყვავილებს. ეს მცენარეები აქაურ გამოფენა-გაყიდვაზე მაქვს ნაყიდი. ყოველთვის მაოცებს აქ ფრინველების გამოჩენა, ქალაქის ცენტრში თანაც მიწიდან 20 სართულით ზემოთ. საიდან მიხვდა, რომ აქ ყვავილებია? ინსტიქტმა მოიყვანა აქ თუ ბრმად მიენდო იღბალს? ნეტავ, მე რომ ვცადო გაფრენა, მეც გამიმართლებს და ვიპოვი იმას, რასაც ვეძებ? ასე ცხოვრებამ- გაუსაძლისმა სიცივემ, სახსრებში დავლილმა ტკივილმა, რომელიც ხან ყუჩდება და ხან მთელი ძალით მიტევს, სუნთქვის შესუსტებამ, რომელიც მუდამ თან ახლავს ჩემს ყოველ მოძრაობას- ჩემ ნაცვლად გააკეთა ასეთი არჩევანი. ახლა ეს სხეულიც ჩემი სულივით გადაღლილია. ამ სხეულს 600 წლის განმავლობაში დავათრევდი მთელი დედამიწის გარეშემო- დროა ასეთ ცხოვრებას შევეშვა და ვნახო რა მელის წინ. სიცრუეა იმის თქმა, რომ სულაც არ შევუშინებივარ ამ ყველაფერს, პირიქით ყოველ ჯერზე, როცა ამაზე ვფიქრობ, ჟრჟოლა მივლის ხერხემალში. არადა იმდენი ხანი გავიდა, რაც ის უცნობი გავწირე საკუთარი თავის გადასარჩენად. „ეს მზერა მეცნობა. რაზე ფიქრობ?“ მეკითხება შარლოტა, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც მინის კარით გამოვიდა სახურავზე. თან ლანგარი მოაქვს ცივი ჩაის დაორთქლილი ჭიქებით. ჭიქას ვიღებ. ერთი წვეთი წყდება ჭიქიდან, მიწაზე ეცემა და მაშინვე ორთქლდება. სათვალეს თვალებიდან ზემოთ, მუქი ფერის თმისკენ ვიწევ და შარლოტას ვუღიმი. „არაფერზე,“ვცრუობ მე. „უბრალოდ მზეზე ვნებივრობ.“ ჩემს სასიკვდილო გეგმის შესახებ ვერავის მოვუყვები, შარლოტასაც კი. საირუსი არასდროს მომცემდა წასვლის ნებას. დიახ, არ გამიშვებდა ბრძოლის გარეშე, რომელსაც დარწმუნებული ვიყავი მე წავაგებდი. ამქვეყნად არაფერი მსურს იმ კაცისგან განთავისუფლებაზე მეტად, რომელიც მაკონტროლებს თავისი მუშტებით, სიტყვებით და რკინის ნებისყოფით- კაცისგან, რომელმაც გამხადა ისეთი, როგორიც ვარ. შარლოტას ყავისფერი თვალები დაუწვრილდა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. ორსაუკუნოვანი მეგობრობის შემდეგ მის თვალს ვერაფერს გამოვაპარებ, მაგრამ ისიც ვიცი, არ ჩამეძიება. ძალიან ვაფასებ მის გულისხმიერებასა და კეთილგონიერებას, სწორედ ეს მომენატრება ყველაზე მეტად როცა წავალ. ესეც და კიდევ მზე. მაგრამ არ მინდა იმაზე ფიქრი, რის მიტოვებას ვაპირებ ჩემი გეგმის შესრულების შემთხვევაში. შარლოტა გზას აგრძელებს სახურავზე და ცივ ჩაის ჩვენს სხვა მეგობრებსაც სთავაზობს. ჯარედი მათარას იღებს ჯიბიდან, რომ თავისებურად შეაზავოს სანელებლებით თავისი ცივი ჩაი. პირველად რომ შევხვდი 1660 წელს, მეკობრე იყო და ახლაც ყველაფრით მაშინდელ ასოციაციებს იწვევს- რკინის დეტალებით გაწყობილი ტყავის ქამარი და სამაჯურები, ყურის ნიჟარებიც მიჯრით მიწყობილი რგოლებით აქვს დამშვენებული. ამელია უარს ამბობს სასმელზე, ქერა თმა მზეზე უბზინავს, მისი მუქი ნარუჯი კანი კი სრულ კონტრასტს ქმნის ჩემს რძისფერ კანთან. შარლოტა კეფაზე ცხენისკუდად შეკრულდრედებიან სებასტიანს რომ მიუახლოვდა, მორცხვმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ბიჭი სახურავის გარშემო შემოვლებულ ვერცხლისფერი ლითონის ზღუდეს ეყრდნობა. შევნიშნე როგორ შეახო სებასტიანმა თითები შარლოტას ჭიქის გამორთმევისას. შარლოტა იძულებული გახდა თავი დაექნია, სახეზე სპილენძისფერი კულულები ჩამოეყარა. ყოველთვის მომწონდა მისი მოწითალო თმა, რომელიც ძალიან ჰგავს იმ თმას, რომლითაც დაიბადა. ყოველ ჩვენგანს ერთნაირი გამოცდილება გვაქვს: მას შემდეგ, რაც საირუსმა განსხეულებულებად გვაქცია, ყველამ გამოვიარეთ სხვადასხვა სხეულების მოზომების პერიოდი. მოხუცი, ახალგაზდა, ქალი, კაცი. მაგრამ ამ ძიებამ უარესად დაგვაბნია და საბოლოოდ გადავიწყვიტეთ ისეთი სხეულები გვქონოდა, რომელიც რომელიც ჩვენი თავდაპირველი სხეულების მსგავსი იქნებოდა. მე საუკუნეების განმავლობაში მქონდა თაფლისფერი თვალები, გრძელი ყავისფერი თმა- სრულიად განვსხვავდებოდი თავდაპირველი მე-სგან. მინი კარი კიდევ ერთხელ იღება და ჩვენი წინამძღოლი-საირუსი გამოდის ბანზე. კარგად მორგებული შავი პერანგი აცვია, რომელიც უფრო გამოკვეთს მის პლატინისფერ თმასა და მაღალ, გამხდარ აღნაგობას. ყელზე თოკით ელექსირიანი ფლაკონი უკიდია, რომლითაც განსხეულებულებად გვაქცია. ვერ ვიტყვი რომ არ მომწონს, თუმცა მაშინდელივით მოჯადოებული აღარ ვარ, როგორც თავდაპირველად ვიყავი, ეს გრძნობა გაქრა. ის ჩემს გვერდით ჯდება, თავის ყინულნარევ ლურჯ თვალებს მაპყრობს და თმაზე ისე მისვამს ხელს, როგორც მის საკუთრებას. შევკრთი, მაგრამ მის ხელს არ ვიშორებ. „მინდა სერას წვეულებაზე ვისაუბროთ,“ გვეუბნება ის. დიახ, ჩემს საპატივცემულო წვეულებაზე ამბობს. უფრო შესაფერისი იქნებოდა ამ წვეულებისთვის სიკვდილის დასჯა ეწოდებინა. წამოვჯექი, კუნთები დამეჭიმა და უცებ თავბრუ დამეხვა. მზერა რომ დამეწმინდა, კოლიბრი დავინახე შროშნების კონასთან, მისი ფრთებს წითელ ლაქად ვხედავ. „Emerald City-ში ჩატარდება,“ აცხადებს საირუსი, ამელიას მზერა უნათდება. Emerald City სან-ფრანცისკოს ყველაზე ექსკლუზიური ღამის კლუბია. საირუსზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან და ბევრად უფრო სიმპათიურ ადამიანებსაც გადაუბიჯებიათ მის ზღურბლზე. ჯარედი ხმადაბლა უსტვენს და თავის სკამს საირუსთან ახლოს აჩოჩებს, მეტალი ხრჭიალებს ბეტონის სახურავზე. „ბოლომდე ვერთობით, არა?“ ამელია ფხუკუნებს და ზურგს მზეც უფიცხებს. „წმიდა სერა ხომ ასე იშვიათად ინებებს ხელახლა განსხეულებას.“ მწარე ირონიის სუნი მცემს, მაგრამ ჩემამდე არ ვუშვებ. ამელია მართალს ამბობს. ახალ სხეულში გადასახლებას რაც შემეძლო სამომავლოდ ვდებდი. დაახლოებით ათ წელს ვატარებთ ერთ სხეულში, თუნდაც ავად იყოს, რომელიმე ძვალი გატეხილი ჰქონდეს ან მოუვლელობით იყოს დაზიანებული. სულის გადასახლებისას სხეული გარდაიქმნება. სხეულის განკურნვაზე დახარჯული ენერგიაც დამღუპველია, ორგანოებს ნელ-ნელა აზიანებს, 5-10 წელში კი განადგურებამდე მიჰყავს. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, მე მირჩევნია რაც შეიძლება მეტხანს დავრჩე ერთ სხეულში, ვიდრე კაბასავით ვიცვლიდე სხეულებს. შარლოტაც კი უკვე გულგრილად უყურებს მკვლელობის ფაქტს. მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიცოცხლოთ, ამბობს ის. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ნიჭი? „ჩემო ძვირფასო,“ მოსიყვარულე ხმით ჩურჩულებს საირუსი და თავისი კალთისკენ მიზიდავს. ვცდილობ არ მოვიკუნტო მისი შეხებისას. „ეს სხეული მომენატრება, როცა გაქრება. ერთი კვირაღა დარჩა. მაგრამ არ ინერვიულო, მომდევნოც ასეთივე ლამაზი იქნება“. ამელია მოღუშული გვარიდებს თვალს. საირუსს ნამდვილად ვუყვარვარ, ამაში არასდროს შემპარვია ეჭვი. მე მისი საზომი ვარ, მისი ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი თავის ნამდვილ წარსულთან, სხეულთან, რომელშიც დაიბადა. ამას ხშირად მეუბნება, ხან კი ისე ძლიერად მიხუტებს, რომ მომდევნო დღეს სისხლჩაქცევებით ვიღვიძებ. სერაფინა, უშენოდ მოვკვდები. ნეტავ, რას იზამს, როცა წავალ? ჯარედსა და სებასტიანს ეს არ შეაწუხებთ, ჩვეულებრივ გააგრძელებენ ბრძანებების შესრულებას. ამელია ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი იქნება- მას ყოველთვის ჰქონდა რაღაც გრძნობა საირუსის მიმართ. შარლოტაზე კი ნამდვილად ვღელავ. საირუსს ის არასდროს მოსწონდა. შარლოტას ნიუ-იორკში შევხვდი 1800-იანებში. მისგან ყვავილები ვიყიდე Five Points-ში ერთ მაღაზიაში და საირუსის წინააღმდეგობის მიუხედავად დავუმეგობრდი. ისეთი კაბების საყიდლად დამყავდა ხოლმე, რომელსაც თვითონ ვერასდროს შესწვდებოდა, თვითონ კი თავისი 7 ძმის ამბებით მიმასპინძლდებოდა. ერთ დილას კი თავს დახლთან არ დამხვდა. ბოლოს მის სახლში ვიპოვე თავის უმცროს ძმასთან, ჯეკთან ერთად, ალისფერი ცხელებით იტანჯებოდნენ. იმდენ ხანს ვემუდარე საირუსს, რომ მისი გადარჩენის ნება მოეცა, რომ ბოლოს ჩემ გასაჩუმებლად დამთანხმდა. არამგონია შედეგზე ეფიქრა- რომ ახლა ნამდვილი მესაიდუმლე მეყოლებოდა, ის, ვინც ბოლომდე გამიცნობდა. იმისთვის, რომ მეგობარი მყოლოდა, შარლოტა მკვლელად ვაქციე. ამას მთელი მარადისობის განმავლობაში ვინანებ. კოლიბრი სახურავის ზღუდეს უახლოვდება, შემდეგ მის იქით უჩინარდება და წამში ცისკენ აიჭრება. ორი შეზლონგის იქით ამელიას მზერა დავიჭირე- ისიც ფრინველს უყურებდა. ის ტანმოვარჯიშე იყო, როცა საირუსმა გარდაქმნა და გამოიყენა, რომ „ეფრინა“ თავის გადასარჩენად. საირუსი თავმოყრილ ჯგუფს შესცქერის. „ამელია, სტუმრების სიას შენ მიხედავ, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი ზედამხედველობით.“ გოგონას სახე ებადრება. „მინდა სერაფინას ფართო არჩევანი ჰქონდეს.“ ალბათ სურდა ეთქვა, რომ უნდა თვითონ ჰქონდეს ფართო არჩევანი. ჩემ ნაცვლად ის აირჩევს- როგორც ყოველთვის. თავისებური გემოვნება აქვს: ირჩევს ტალღოვან-დამყოლ-მუქიფერისთმიანებს, ხმელთაშუა ზღვის პირას მცხოვრებთა დამახასიათებელი კანის ფერით. ეს იქნება ალბათ ვინმე წარუმატებელი მოდელი, რომელიც მარცხის შემდეგ წამალზე შეჯდა, ანდაც ვინმე შებერტყილი ამბიციური პოეტი, რომელიც 30 წლამდეც ვერ იცოცხლებს. მე დიდი ხანია აღარ მაღელვებს როგორი იქნება ჩემი სხეული; მე მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, რომ ჩემს ახალ მასპინძელს ან აღარ უნდა უნდოდეს სიცოცხლე, ან არ იმსახურებდეს, რომ იცოცხლოს. ერთადერთი შენიშვნა მაქვს. „ამელია,“ ვეუბნები მე. „ გთხოვ, ძალიან ახალგაზრდას ნურავის დაპატიჟებ.“ თავმომწონე მზერით გადმომხედა, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ ბოროტია. უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ. „ნუ ღელავ, განსხეულების შემდეგ შეგიძლია პირდაპირ აღსარების სათქმელად გაქანდე.“ „ჯარედ,“ აგრძელებს საირუსი. „შენ უსაფრთხოებას მიხედავ. კლუბის დაცვას ვერ ვანდობ ამას- უფრო საიმედო პერსონალი გვჭირდება.“ „რა თქმა უნდა, საი.“ ჯარედი თავს უქნევს და შავი თმა ტატუირებულ კეფაზე ეყრება. მცველების ხსენებაზე ვენებში ადრენალინის მომატებას ვგრძნობ. ჯარედს ეს საქმე არ ეშლება. მან იცის, რომ ეს უბრალო საცეკვაო წვეულება არ იქნება. რომ აქ ვიღაც მოკვდება. ვცდილობ აჩქარებული სუნთქვა ვაკონტროლო. თვალებს ვხრი,თავს ვაიძულებ მარცხენა ხელზე მძიმე ბეჭდის ნერვული ტრიალი შევწყვიტო. ბეჭედში ჩასმული უძველესი გრანიტის ქვა ისე ბრჭყვიალებს მზის შუქზე, როგორც წითელი ღვინით... ანდა სისხლით სავსე ჭიქა. ამ ბეჭდის ყიდვა მეთვითონ ვთხოვე საირუსს რამდენიმე კვირის წინ, ერთ ნისლიან დღეს Hayes Valley-ში ყოფნისას. „ეს ვიქტორიანული ანტიკვარია,“ აღნიშნა მაშინ გამყიდველმა ქალმა. გულში მადლობა გადავუხადე სხვა მყიდველს, რომელმაც გამყიდველის ყურადღება მიიქცია და მეტის თქმა აღარ აცალა, რადგან ეს არ იყო უბრალოდ ვიქტორიანული სამშვენისი. ეს იყო საწამლავიანი ბეჭედი, ციცქნა სამალავით სისხლისფერი ქვის ქვეშ. სამალავი დიდი არ იყო, მაგრამ ერთი მწიკვი ფხვნილი ან აბი ჩაეტეოდა. მე მეყოფოდა. სებასტიანმა, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა, შეწუხებული მზერა მომაპყრო. „კარგად ხარ? რაღაც დაღლილი ჩანხარ.“ ვიგრძენი ჩემს გვერდით საირუსი როგორ გახევდა. „მშვენივრადაა,“ უპასუხა ცივად.“ხომ ასეა?“ ვგრძნობ როგორ მძვინვარებს შინაგანად. ვერ იტანს, როცა ვინმეს ჰგონია, რომ იცის როგორ ვგრძნობ თავს, თუმცა საირუსი ერთადერთია ვინც ამის გაგების უნარი აქვს. მე სუსტად ვიღიმი. „უბრალოდ... აღელვებული ვარ.“ საირუსი მძიმედ ოხრავს და ფეხზე დგება, მზის სხივი შარავანდედივით ევლება მის პლატინისფერ თმას. „მგონი დღეისთვის საკმარისია. მოგვიანებით გავაგრძელოთ. საბასტიან, შენ დიჯეებზე იზრუნებ.“ სებასტიანი იშვიათ ღიმილს ამზეურებს, თეთრი კბილები ბრწყინვალე კონტრასტს ქმნის მის ყავისფერ კანთან. მუსიკა იმ მცირერიცხოვანი რაღაცეების ჩამონათვალში შედის, რომელიც მას აინტერესებს. მუსიკა და შარლოტა. როცა აღარ ვიქნები, იმედი მაქვს, რომ ის დაამშვიდებს შარლოტას- და დაიცავს კიდეც. რადგან თუ საირუსი იეჭვებს, რომ ის გარეული იყო ჩემი გაქცევის საქმეში... თუმცა საირუსს ბევრად მცირე მიზეზითაც მოუკლავს.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ორშაბათი, 2012-01-23, 1:10 AM | |
|
|
|
|