ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 9:59 AM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
სახელწოდება: 30კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
სტატუსი: დასრულებულია

ავტორისგან: ეს არის ამბავი 15-16 წლის და-ძმაზე, მათ მხიარულებით, ხრიკებით, თანადგომით აღსავსე ცხოვრებაზე. ეს რომანი 15 წლის ასაკში დავწერე და მკითხველებს ვთხოვ, გაითვალისწინოთ ეს. ვფიქრობ, რომ ამ ასაკის, ან უფრო პატარები უფრო კარგად მიიღებთ ამ რომანს, რადგან ახლა რომ ვკითხულობ რაღაცეები არ მესმის მეთვითონ, მაგრამ თქვენხელა ალბათ, ასე ვფიქრობდი. ახლა კი, და-და-და-დააააამ!


თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

თავი 20

თავი 21

თავი 22

თავი 23

თავი 24

თავი 25

თავი 26

თავი 27

თავი 28

თავი 29

თავი 30

თავი 31

თავი 32

თავი 33

გადმოსაწერი ლინკი


პირველი თავი

ჯანდაბა! ისევ დამაგვიანდა სკოლაში! მაღვიძარამ რატომ არ დარეკა?
_დედაააა! მაღვიძარა შენ გამომირთე?
_გამოგირთე? როდის დააყენე რომ გამომერთო?
_ჯანდაბა!
_წესიერად ილაპარაკე! და დროზე ჩაიცვი, დაგაგვიანდა!
სწრაფად წამოვხტი და სკამზე სათუთად გადაფენილ სკოლის ფორმას ვეცი. სასწრაფოდ ჩავიცვი, თმები სარკეში ჩაუხედავად გავიკვანძე უკან ცხენის კუდივით, ჩანთას დავტაცე ხელი და ჰერი-ჰერი სკოლისაკენ!
როგორც ყოველთვის, დამაგვიანდა! მასწავლებელს მშვენიერი ზღაპარიც ვაგემე, რომ დილით დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს მანქანით მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა და მარტო ვერ გავუშვი, ამიტომ იძულებული გავხდი მეც გავყოლოდი. თან დავამატე, რომ არ გამოვრიცხავდი დედა ფეხმძიმედაც ყოფილიყო. ის იყო მასწავლებელმა თანაგრძნობით შემომხედა (ხანდახან მიმართლებს გულუბრყვილო მასწავლებლებში) და ჩემ ადგილზე მიმითითა დაჯექიო, რომ ჩვენი კლასის ყველაზე მეტიჩარა გოგომ, თამთამ ჩუმად ჩამისისინა:
_დაკო, დედაშენი ისე ხშირად „ხდება“ ცუდად, ყველა ჯერზე თუ ფეხმძიმედ იყო, ახლა წესით მთელი საფეხბურთო გუნდი უნდა გყავდეთ სახლში,-ცბიერი ღიმილით დააბოლოვა.
_ჰაჰა, რა ხუმარა ხარ!-დავეჯღანე თავხედს.
_ერთხელაც იქნება დედაშენი გაიგებს რა ხშირად „ხდი ცუდად“ და მერე დახმარებისთვის ჩვენ არ მოგვმართო,-ეს ჩემი სამეგობროს ტვინიკოსა, სახელად ნინო იყო.
_გაკვეთილს უსმინე!-მასწავლებელზე ვანიშნე თვალებით და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს იმ წუთში მისის „მჭევრმეტყველი იდიოტის“ ლექციაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა...
_აბა, მოგვიყევი რა მოხდა?-მთხოვა ლანჩის დროს ჩემსავით გადარეულმა, ცალკიკინიანმა რუსამ.
_დამეძინა!-გოგოებს სიცილი აუტყდათ.
_ჰო, რა იყო, თქვენ არ დაგძინებიათ?
_ნუ იბუტები. ნახე ვინ მოდის!-სიყვარულის საკითხებში გამოცდილმა სოფომ ჩემი ფავორიტისკენ გამახედა.
_ააუ, რა ლამაზია ეს დამპალი!-აღმომხდა და თვალები მიმელულა მის დანახვაზე. ამ ბიჭზე მას შემდეგ ვაფრენ რაც იმ წელს შიდა სასკოლო ტურნირში ფეხბურთის ფინალში მის თამაშს ვუყურე. თავს რომ აიქნევდა და ოფლიან თმებს უკან გადაიყრიდა, მაგაზე ხომ სულ ვდებილდებოდი. ამის მერე მთელი კვირა გაშტერებული დავდიოდი. მოკლედ, ეს ბიჭი იდგა ჩემგან მოშორებით, გვერდულად და ვიღაცას (ბიჭს) ელაპარაკებოდა (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს „ბიჭი“ ჩემი ძმა იყო, მანამდე ჩემს რჩეულს ვუთვალთვალებდი, მეორისთვის სად მეცალა?!).
_არა, შეხედეთ რა ლამაზი თითები აქვს! გრძელი, თხელი თითები და ლამაზად გაკეთებული ფრჩხილები... ჩემ ძმას კი არ ჰგავს ხერხით გადახერხილს რომ უგავს ხოლმე...-დავამატე.
_უკვე ფრჩხილებზე გადავედით? მე მეგონა ფეხის ზომაზე ვიყავით გაჩერებულები,-დამცინა სოფომ. თვითონ საკმაოდ ხშირად იცვლიდა შეყვარებულებს მე კი პირველად მომწონდა სერიოზულად ვიღაც და მას ალბათ აკვირვებდა, რომ ეს „მოწონება“ ასეთი ძლიერი და მათი ტვინების წამღები იყო.
_არა, მართლა ნახე!-არ მწყენია მისი ირონია. ეს ბიჭი მთლიანად მომწონდა, თავისი ვარცხნილობით დაწყებული და სავსებით ჩვეულებრივი ჩანთითა და სკეიტბორდით დამთავრებული. მის შავგვრემან სახეს, ლურჯ თვალებს და ვნებიან, ანც ტუჩებს ჭკუიდან გადავყავდი. ის კი მგონი, საერთოდაც ვერ მამჩნევდა.
_ოეე, პირი დახურე, სირცხვილია...-მუჯლუგუნი მითავაზა რუსამ. ის იყო დახურვა დავაპირე, რომ შევამჩნიე არც მქონია ღია. გემრიელი ჩქმეტით ვუპასუხე.
_არა, მაინც რა საქმე აქვს ნეტა ასეთი, შენს ძმასთან?
_ვის?
_ვის და შენ რომეოს! გაიღვიძეე!-შუბლზე მომიკაკუნა სოფომ.
_ჩემი ძმა!-ახლაღა დავინახე ვის ელაპარაკებოდა სკოლის პოპულარული ბიჭი- სანდროს, ჩემ ძმას!-არაა, ნამდვილად ჩემზე ელაპარაკება! ალბათ უნდა უთხრას... ნუ... ნებართვა სთხოვოს, რომ მასთან ერთად გავატარო საღამო! ჰო, ნამდვილად მასე იქნება!-თვალები გამიბრწყინდა ჩემი აღმოჩენით გახარებულს და ფეხზე წამოდგომა დავაპირე (ოთხივე სკოლის ეზოში, ხის ჩრდილში ვისხედით გორაკზე), მაგრამ გოგოებმა უკან დამსვეს.
_ან იქნებ უბრალოდ სანდროს სკეიტბორდის თხოვება უნდოდა?-შემომაპარა ნინომ.
_რაა?-კიდევ ერთხელ გადავხედე ბიჭებს და დავინახე როგორ მისცა ჩემ ძმას სკეიტბორდი.-ო, არა! რატომ მაინცდამაინც მე? რა დავაშავე? რა დამსახურებისთვის მერგო ჩემი ძმისნაირი იდიოტი?
_რას გულისხმობ?
_იმას, რომ სახლში მისვლამდე 15-ჯერ მაინც წამაქცევს სანდრო იმ თავისი სკეიტბორდით. სუფთა ბავშვია რა!
_შენზე ერთი წლით დიდია!
_ბავშვია!-დავსვი ბეჭედი და გაბრაზებული წამოვდექი. დღეს მძიმე დღე გელის! მაგრად დადექი დაკო!


შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-12-27, 10:16 AM

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 10:40 PM | შეტყობინება # 211
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime an, doza damaklda da suuul cotac mome raa gexvewebii, ara? ro mindaa sad vaime deda ra mouvidat? ra jgufi beo? male dade axali raa happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 10:54 PM | შეტყობინება # 212
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ani dzaan magari tavi iyo beqa dzaan sayvarelia dzlivs ar utxra miyvarxaro. ra momentshi shewyvite ra aris aset gaurkvevlobashi rato dagvtove chemi warmodgenit ki vxvdebi rac sheidzleba momxdariyo magram mainc moutmenlad velodebi shemdeg tavs ise verc ki warmovidgendi tu aseti rame moxdeboda


dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 12:50 PM | შეტყობინება # 213

267
66  +
69  ±
   ±
Offline
didi madloba an exla wavikitxe 2 tavi ertad agprtovanebuli vaaar smile smile smile isa me mivxvdi boloshii shvidi be da ragaca martla mivxvdi immitomac ar ambobda dako 17wlisas sruliad ar hgavso....au pirvel kocnaze davdni magram,guli migrdznobs win cudi ragaaceebi gvelodebaa sad

dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 1:01 PM | შეტყობინება # 214

267
66  +
69  ±
   ±
Offline
dges dade ra axali tavi pliiiizzzzz

dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 3:51 PM | შეტყობინება # 215

267
66  +
69  ±
   ±
Offline
dges dade da romeli saatic ginda iyooossss

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 3:54 PM | შეტყობინება # 216
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
dodo, axla vdeb mara ar mogewoneba winaswar gafrtxileb biggrin biggrin biggrin
madloba bavshvebo yvelas snegurochka :snegurochka:



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 3:56 PM | შეტყობინება # 217
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
27-ე თავი

უამრავი ტყვია დაზუზუნებდა ჩვენს თავზე. თვალები მაგრად დავხუჭე და ისევ გავახილე, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არც არავინ გამქრალა ყურებსაც დიდი სიამოვნებით დავიხშობდი. იმავ წამს საიდანღაც შავტანსაცმლიანი ხალხი გამოცვივდა და მათაც ატეხეს სროლა, მაგრამ როორც მივხვდი, ესენი ჩვენ გვიცავდნენ. წინ ფარივით შემოგვერკალნენ.
_ობიექტის ცხელი ზონიდან გაყვანის გეგმა! იმოქმედე ქამელეონო!-დაიძახა ერთ-ერთმა. ბექა მაშინვე წამოხტა, წელში მოხრილმა ჩამავლო ხელი და წამომაყენა, ასე მივირბინეთ ორ ნაბიჯში მდგარ მანქანამდე. ის გულგრილი სახით შემსვა უკანა სავარძელზე და კარი მომიხურა ისე, რომ არც შემოუხედია სახეში. ბექამ კარი დახურა თუ არა, საჭესთან ვიღაც დაჯდა და მანქანა დაძრა. გონს მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოვედი. ბექამ როგორც დამტოვა ისე ვიყავი, არ ვინძრეოდი. მეშინოდა, რომ თუ გავინძრეოდა, ისევ ტყვიების წვიმა წამოვიდოდა. ბოლოს ძალა და გამბედაობა მოვიკრიბე და მანქანის უკანა სავარძელზე მიწოლილი წამოვჯექი.
_სად მიგყავართ?-გაბზარული ხმა მქონდა.
_უსაფრთხო ადგილას,-იყო პასუხი.
_ეგ გასაგებია, მაგრამ სად?-ამჯერად შედარებით ჯანსაღი ხმით ვკითხე.
_უსაფრთხო ადგილას...-რობოტივით გაიმეორა.
_მაგ უსაფრთხო ადგილს, სახელი არ აქვს?-გავღიზიანდი. მძღოლმა არაფერი მიპასუხა. სპიდომეტრს შევხედე 180-დან ზევით მიიწევდა ისარი. დაყვირება დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. ისეთ ცივსისხლიანთან, როგორიც ეს ჩანდა, ყვირილს არანაირი აზრი არ ექნებოდა. ისევ მშვიდი საუბარი ვარჩიე.
_რა იყო ეს?
_თავდასხმა,-სწრაფად მიპასუხა.
_ეგ ნამდვილად ძნელი მისახვედრი იყო...-ჩავიბურტყუნე.-თავდასხმა ვისზე? ბექაზე?
_თქვენზე!-დამასწრო, სანამ ბექას ვახსენებდი.
_ჩემზე?-ყურებს არ ვუჯერებდი.-რა სისულელეა!-ისევ დუმილი.
„ჩემზე ვის უნდა სდომოდა თავდასხმა? ეს კაცი ნამდვილად გიჟია! ან... ან შეიძლება ნაბრძანები აქვთ არ გათქვან სამსახურებრივი საიდუმლოება. სინამდვილეში კი ბექას დაესხნენ თავს... მაგრამ... მაშინ რატომ ის არ შეაგდეს მანქანაში და უსაფრთხო ადგილისკენ არ გააქანეს? ან რატომ ჩემთან ერთად არ მოჰყავთ? როგორ გადამეფარა, როცა სროლა ატყდა...“
_ბექა სად არის?-ვიკითხე უცებ. მძღოლმა მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად, უკანა ხედვის სარკეში გამომხედა. ერთხანს არაფერი უთქვამს, მერე მკითხა:
_ვისზე მეკითხებით?
_იმ ბიჭზე, ჩემთან ერთად რომ...
_ქამელეონი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს. წინ გრძელი გზა გველის, გირჩევთ დაწვეთ და მოისვენოთ,-გაბრაზებულმა მივარტყი მუშტი წინა სავარძლის საზურგეს და ისევ სავარძელზე მივეგდე. თვალები დავხუჭე და ფიქრი დავიწყე:“ამ კაცს რაღაცეები ეშლება, რომელი ქამელეონიო... მე ბექაზე ვკითხე და ამან... აუ,სახლში რომ არ დამაბრუნონ, ჩემები მომკლავენ! უკვე აღარ ვიცი რით გაამკაცრებენ სასჯელს. საერთოდაც, სად მივყავარ ამ კაცს... დილას რომ არ დავბრუნდები, სანდროც გაგიჟდება და დანარჩენებიც. ვინ იცის, რას იფიქრებენ...“ ამ ფიქრებში ჩამეძინა როგორც ჩანს, რადგან თვალები რომ გავახილე...
_ბექა!-დავაჭყიტე ოდნავ გახელილი თვალები. ბექას ხელში აყვანილი გადმოვყავდი მანქანიდან. ხელები მოვხვიე და ჩავეკარი.
_ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება...-მოკლედ მითხრა. მოლურჯო პერანგი იდაყვებამდე ჰქონდა აკაპიწებული. ცალ ხელზე საათი ეკეთა, მეორეზე რაღაც სამაჯური. თვალი არ მომიცილებია მისთვის ისე შემიყვანა რაღაც შენობაში. მანამდე შევამჩნიე, რომ უკვე თენდებოდა. უფანჯრებო ოთახში შემიყვანეს, სადაც მხოლოდ საწოლი და ტუმბო იდგა. მაშინღა ვკითხე:
_სად ვართ?-ბექა საწოლზე დამაწვინა.
_მაგას არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია, რომ უსაფრთხოდ ხარ...-ახლოს მომიჯდა და მე ვერც გავაცნობიერე უცებ როგორ ჩავეხუტე. მანაც ძლიერად მომხვია მკლავები. მის ყელში თავჩარგულს უცებ წამომივიდა ცრემლები და ავღნავლდი.
_რა მოგივიდა? დამშვიდდი...-საოცრად რბილი ხმით მითხრა და თმაზე გადამისვა ხელი.-დაკო, კარგი რა, ნუ ტირი... შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ...-თავი ამაწევინა და და აცრემლებულ თვალებში ჩამხედა. ალბათ მთელი ტუში ლოყებზე ჩამომეღვენთა. შეწუხებული სახით მიყურებდა თვალებში, მე ისევ ვღნაოდი. მთელი სახე დამიკოცნა, თან მაწყნარებდა.-ყველაფერი კარგადაა, საშიში აღარაფერია... გთხოვ... არ გინდა...-მის მკერდზე მიხუტებულს, ტირილისგან დაღლილს ჩამეძინა.
გავიგონე როგორ გაიღო რკინის კარი და თვალები დავაჭყიტე.
_ზურა!-ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით თქვა ახალმოსულმა. ბექა ფრთხილად წამოდგა, ოდნავ შეცბუნებული მზერა შემავლო და გავიდა.
უცებ გონება გამინათდა და ყველაფერს მივხვდი!
უფრო სწორად ვერაფერსაც ვერ მივხვდი... მივხვდი, რომ ბექამ მე გადამარჩინა და ჩემზე იყო ეს თავდასხმა. კიდევ მივხვდი, რომ ქამელეონი... ზურა... და ბექა... ერთიდაიგივე იყო... და ამან დამაბნია. სულ მალე ბექა დაბრუნდა. მე საწოლზე წამომჯდარი პრეტენზიული გამომეტყველებით მივაჩერდი.
_ჩემთვის არაფრის ახსნა არ აპირებ?-მკაცრად ვკითხე.
_ახლა დაისვენე, მოგვიანებით...-შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
_მე უკვე საკმარისზე მეტად დავისვენე!-შევაწყვეტინე.-მეტყვი, თუ არა რა მოხდა, ან ახლა რა ხდება... ან შენ როგორ ხარ აქ, იმ კაცმა ხომ მარტო მე წამომიყვანა... გზაში დაგვეწიე? თუ მაშინვე გამოგვყევი და ვერ შეგამჩნიე? საერთოდაც ის რა იყო გუშინ? რა ხდებოდა გამაგებინე ერთხელ და სამუდამოდ!-ისტერიკას აღარაფერი მიკლდა.-ტელეფონი მომეცი!-დავიყვირე უცებ.
_რა?-დაიბნა ბექა.
_ტელეფონი მინდა, სახლში უნდა დავრეკო... ჩემები ალბათ...
_სახლში დარეკვას აზრი არ აქვს,-ჩემს საწოლზე ჩამოჯდა ბექა. ჯერ თავდახრილი იჯდა, მერე აწია თავი და თვალი თვალში გამიყარა.-შენები უკვე აღარ არიან იქ...
_რას ნიშნავს იქ აღარ არიან? რას მეუბნები?
_ისინიც ისეთივე უსაფრთხო ადგილას არიან, როგორც შენ...
_უსაფრთხო ადგილას? ამ კარცერს „უსაფრთხო ადგილს“ ეძახით?-თვალი მოვავლე ოთახს, რომელიც ისეთი ვიწრო იყო, რომ ბოლთის ცემა რომ მომესურვებინა, თავბრუ დამესხმებოდა: დიდი-დიდი ოთხი ნაბიჯი წინ, ოთხი უკან, მეტს ვერ გავქაჩავდი.-მათთან წამიყვანეთ!
_ეს შეუძლებელია, დაკო... ისინი ქვეყნის მეორე ბოლოში გაგზავნეს.
_რას ნიშნავს „გაგზავნეს“? ვინ გაგზავნა ან რატომ?
_უსაფრთხოების ორგანიზაციამ. ძალიან გთხოვ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ...-მუდარით შემომხედა.
_კარგი!-დავეთანხმე უცებ.-ახლა ამიხსენი, გუშინ რა მოხდა, ვის დაესხდნენ თავს?
_შენ, რა თქმა უნდა,-ჩემი მიუხვედრელობით გაოცებული ჩანდა. ჩემი ეჭვები დადასტურდა.
_რატომ?-გავაგრძელე დაკითხვა.
_იმიტომ, რომ... მმ... მოდი, ყველაფერს თაიდან დავიწყებ და ნუ გამაწყვეტინებ, კარგი?
_ვეცდები.
_თ-ავისუფალი ს-აზოგადოების უ-საფრთხოების დ-აცვის ო-რგანიზაციაზე გსმენია რამე?
_რაზეე?-პირველად მესმოდა.
_თსუდო- თავიუფალი საზ...
_ეგ გავიგე!-გავაწყვეტინე.-რა ორგანიზაციაა?
_თავისუფალ მოსახლეობას იცავს.
_როგორ, თავისუფალს?
_ანუ... არა პოლიტიკოსებს ან ბიზნესმენებს, არამედ უბრალო ხალხს რა...
_აა... და მერე?
_სულ რამოდენიმე წელია, რაც ეს ორგანიზაცია დაარსდა, მაგრამ მასში საუკეთესო კადრების მობილიზება მოახდინეს. ეს საიდუმლო ორგანიზაციაა და აუცილებელი იყო უკიდურესად სანდო და პროფესიონალი მუშაკების ამ ორგანიზაციაში გაერთიანება.
_გასაგებია... მაგრამ მაგ... ორგანიზაციაზე რატომ დაიწყე ლაპარაკი?
_მოკლედ, ამ ორგანიზაციას მიეწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რედაქცია ანტიოპოზიციურ სტატიებს აქვეყნებდა და ძალიან დამაჯერებელი საბუთებიც მოჰყავდა. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებები იყო...
_მაპატიე, მაგრამ პოლიტიკა და მსგავსი სისულელეები არ მაინტერესებს...-საფეთქელზე მოვიცაცუნე თითები და მზერა ავარიდე.
_არ გაინტერესებს, სანამ თავად არ შეგეხება...
_რას გულისხმობ?
_ეს თუ არ მოისმინე, ვერაფერს გაიგებ.
_სიმართლე რომ გითხრა, ჩემ ამბავთან შენი მონაყოლის კავშირს ვერ ვხედავ...
_ვერა?-ეშმაკურად აუბრჭყვიალდა თვალები.-თუ გეტყვი, რომ იმ რედაქციის რედაქტორი მამაშენია?
_რაა?-ყურები ვცქვიტე.
_მოკლედ ასე...მამაშენის გამო, ერთმა მნიშვნელოვანმა პიროვნებამ არჩევნები წააგო. როგორც იცი, ახალი არჩევნები დაინიშნა,-ვიცი, კი, როგორ არა!-ამაშიც იღებს ის ბოროტმოქმედების დაჯგუფების ლიდერი მონაწილეობას...
_თუ ბოროტმოქმედები არიან, რატომ არ აპატიმრებენ?-როგორც ჩანდა, მის თხოვნას-არშეწყვეტინებაზე, ასრულება არ ეწერა.
_სამხილები არ აქვთ, თანაც ხომ იცი, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს, დიდი ფული-მითუმეტეს. მამაშენმა ისევ დაიწყო იმ ბოროტმოქმედების მამხილებელი საბუთების გამოქვეყნება. რის შედეგადაც, ჯერ მისი მოსყიდვა სცადეს, მოგვიანებით მუქარის ზარებიც გაისმა და მამაშენმა ამ ორგანიზაციას მიმართა.
_ჩვენ რატომ არაფერი გვითხრა?
_ხომ გითხარი, ეს საიდუმლო ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ყველანი გადავმალულიყავით, მაგრამ მამაშენმა უარი თქვა, არ უნდოდა იმისთვის ეჩვენებინა, რომ მისმა მუქარამ შეაშინა. უნდოდა დანაშაულზე წაესწროთ იმ ბოროტმოქმედისთვის და ციხეში ჩაესვათ.
_ე.ი. თავისი სიმამაცის გამო, ჩვენი სიცოცხლე სასწორზე შეაგდო?
_არა, როგორც ხედავ. იმიტომ, რომ ცოცხლები ხართ ყველანი.
_ჰო, მაგრამ შეიძლებოდა...
_შეიძლებოდა, მაგრამ არ მომხდარა, რაც პროფესიონალების დახმარებით მოხდა,-ახლა მან შემაწყვეტინა.
_რას გულისხმობ?
_თქვენი სახლის წინ მანქანის აფეთქება გახსოვს?-მკითხა.
_რააა? მეზობელ ქუჩაზე რომ ფურგონი აფეთქდა იმაზე ამბობ? ჩვენ მაგ დროს სახლში არ ვიყავით, რადგან...
_რადგან ორგანიზაციამ ბომბი აღმოაჩინა მანქანაში და მამათქვენს უბრძანა, რომ სახლიდან შორს გაეყვანეთ, რადგან მანქანა თქვენი სახლის წინ აფეთქდა და ეს ფურგონი კი არა, მამაშენის მანქანა იყო!
_არა!-შევკივლე.-მამაჩემის მანქანა სახლში დაგვხვდა რომ დავბრუნდით...-შევედავე.
_როგორ ვერ მიხვდი, რომ ახალი მანქანა დაგხვდათ? ზუსტად ძველისნაირი. თუმცა ვერც უნდა მიმხვდარიყავი, ეს ხომ პროფესიონალების ნამუშევარი იყო! სხვათაშორის, ბომბის იდეაც პროფესიონალების მოფიქრებულს ჰგავდა. როგორც კი მანქანა დაიქოქებოდა, მაშინვე აფეთქდებოდა. ამიტომ ვერ მოახერხეს ბიჭებმა მისი თქვენს სახლს მოცილება. მათ მარტო ის შეძლეს, რომ დისტანციურად დაქოქეს და ისიც მაშინვე აფეთქდა. წამოგიდგენია რა მოხდებოდა მამაშენი შიგნით რომ მჯდარიყო. დილას, სამსახურში წასასვლელად ჩაჯდებოდა და...
_გაჩუმდი!-ვიყვირე.
_... აფეთქებული მანქანა გვერდზე ქუჩაზე დავტოვთ, რადგან აფეთქების ხმა გაიგონა ხალხმა და თუ ვერაფერს ნახავდნენ, უფრო საეჭვო იქნებოდა. თქვენთან კი იმიტომ არ დავტოვეთ, რომ თქვენზე ჭორაობა არ დაეწყო ხალხს.
_როგორ მიხვდნენ, რომ ბომბი იყო მანქანაში?
_ყოველ საღამოს სპეციალური რადარით ამოწმებდნენ ტერიტორიას...
_ღმერთო ჩემო! მაშინვე ასაფეთქებლად როგორ გაიმეტეს...
_მაშინვე არა. მანამდე იყო ხანძარი რედაქციაში და შემთხვევითი ავტოავარია, რომელიც შეიძლება პირველ გაფრთხილებად ჩავთვალოთ.
_ხანძარი მახსოვს. მამა ამბობდა, კიდევ კარგი ყველაფერი მნიშვნელოვანი სახლში წამოვიღეო.
_ყველაზე მნიშვნელოვან სამხილებზე ამბობდა, რომლის განადგურების მიზნითაც გადაწვეს მამაშენის კაბინეტი. შემდეგ კი, როცა გაიგეს, რომ სტატია გადარჩა, თქვენს სახლში შემოპარვას ეცადნენ, მაგრამ დაცვამ დააკავა.
_როდის შეეცადნენ?-შევშფოთდი. ამ ყველაფერს ისედაც შეძრწუნებული ვუსმენდი.
_ღამით, თქვენ ყველას გეძინათ.
_ავარია? ავარია ახსენე წეღან...-გამახსენდა მისი ნათქვამი.
_მამაშენი სახლში ბრუნდებოდა, როცა შეამჩნია, რომ მანქანა მისდევდა. მათი ჩამოშორების მიზნით შეცვალა გეზი და შემთხვევით ჩიხში შევიდა. მამაშენმა ორგანიზაციაში დარეკვა მოასწრო. ჩიხში მანქანა რომ მიაწვა და უკან ჩაემსხვრა ფარები, ბამპერი მიეჭეჭყა... მოკლედ, უკნიდან დაარტყა და ამ დროს ორგანიზაციის გაგზავნილი პოლიციის მანქანები გაჩნდა იქ.
_მერე კი მანქანა ისევ ახლით შეცვალეს, არა?
_არა. 2 დღე აკეთებდნენ მაგ მანქანას.
_ა, მახსოვს. მამამ თქვა, რომ მანქანის სადგომზე შემთხვევით დაეჯახნენ...-გამახსენდა.-კი, მაგრამ რა აუცილებელი იყო ამ ყველაფრის გასაიდუმლოება?-ფეხზე წამოვდექი, მერე ისევ დავჯექი, ფეხსაცმელები გავიხადე და ისევ წამოვდექი.-არ შეიძლებოდა, ჩვენთვის ყველაფერი ეთქვა?-უშპალერო კედელს მივეყრდენი.
_არა, ორგანიზაცია ამის უფლებას არ მისცემდა მამაშენს...-ჩემსკენ მოტრიალდა ბექა. ისე რომ არ ამდგარა. ცოტა ხანი ჩუმად ვიდექი. მერე ისევ საწოლზე დავჯექი. თვალებში ჩავხედე ჩემს წინ მჯდომ ბექას და ფრთხილად ვკითხე:
_შენ?-ცოტა გაუგებრად ვკითხე, მაგრამ ის მაშინვე მიხვდა.
_17 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა,-თავდახრილმა დაიწყო.-მამა ახალი დასაფლავებული იყო ორი კაცი რომ მოვიდა ჩემთან და მათთან სამსახური შემომთავაზა. რამდენიმე თვით ადრე თავისუფალი ორთაბრძოლის შეჯიბრებაზე ვუნახივარ, მაშინვე უნდოდათ ჩემთან დალაპარაკება, მაგრამ მამაჩემს არ მიუცია ნება. მისი სიკვდილის შემდეგ კი გზა გაეხსნათ. ადვილად დამითანხმეს... ძლიერ ფიზიკურ მომზადებას და მაღალ ხელფასს დამპირდნენ. თანაც ეს სფერო ძალიან მიმზიდველი მეჩვენებოდა იმ დროისთვის.
_რაზე ლაპარაკობ?
_იმ ორგანიზაციაზე, წეღან რომ გითხარი.
_ანუ ერთი წელია მაგათთან მუშაობ.
_ერთი წელი მარტო ფიზიკურ მომზადებას და სასწავლო ეტაპების გავლას მოვანდომე...-ჩაეღიმა ჩემს გულუბრყვილობაზე.
_ანუ...-საეჭვოდ მოვიქუფრე და მომეღუშა სახე.
_5 წელია მათთან ვარ...
_მოიცა, მოიცა...-თვალები დავხუჭე, შუბლზე ჩამოყრილი გაწეწილი თმები უკან გადავიწიე და ისე ვკითხე ძალიან ნელა:
_შენ... ამათი... ჯაშუში ხარ?
_ჰო.
_მაგრამ შენ ხომ მთელი წელი ჩვენთან...
_წლის დასაწყისში დედაჩემის სკოლაში მომიწია გადმოსვლა. შენ და სანდროს უფრო ადვილად დაგიცავდით... რა თქმა უნდა, სახიფათო იყო დედაჩემის სკოლაში თავი 17-18 წლის ღლაპად გამესაღებინა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საზღვარგარეთ ჰყავდა ქეთევანს ვაჟიშვილი გაგზავნილი. დედაჩემს ასეთუისე ავუხსენი სიტუაცია, საბუთები შევცვალეთ და...
_ეს ყველაფერი ჩემი და სანდროს დასაცავად გააკეთე?
_იმ დროს არ გიცნობდით, უბრალოდ ორგანიზაციამ გადაწყვიტა ასე. მოგვიანებით მეორე ჯაშუშიც შემოგვიერთდა, ჩემი „მეგობარი“ გუგა გახსოვს? ღამით შემოჭრის მცდელობის შემდეგ გადაწყდა ასე. შენზე მეთვალყურეობის საქმე ჩემ თავზე ავიღე, სანდროს კი გუგა დასტრიალებდა თავს. იმ დღეს გახსოვს, ზედა სართულში რომ დამინახე როგორ მივიპარებოდი? სახლის სიგნალიზაცია იყო დაზიანებული და მე შევაკეთე.
_ფეხბურთის თამაში, კეიტბორდით სრიალი... და სხვა რაღაცეებიც თქვენს გეგმაში შედიოდა? ეს ყველაფერი რაღაც ზღაპარს გავს... როგორ ახერხებდით...-უკვე თავბრუ მეხვეოდა ამდენი სიახლის მოსმენისგან.
_ჯერ შენზე შორიდან თვალყურის დევნება დამევალა. არ უნდა მეჩქარა შენთან მოახლოება, რომ უფრო ბუნებრივად გამოსულიყო ყველაფერი. თანაც შენს ყურადღებას ვამჩნევდი ჩემს მიმართ...-თავდახრილმა თვალებში შევხედე, გავწითლდი და ისევ განზე გავიხედე.-ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა,-გააგრძელა მან.-მერე კი შანსი მომეცა და მეც უარი არ ვთქვი. ყოველთვის შენი ყუადღების ცენტრში უნდა ვყოფილიყავი, რო შემჩვეოდი... მერე ნელ-ნელა მომეცემოდა შანსი გაგცნობოდი და შენთან მეტი დრო გამეტარებინა...
_...რომ დაგეცავი...-სევდიანად და იმედგაცრუებულად დავამთავრე ფრაზა.
_ჰო, სანდროსაც მაგიტომ დავუახლოვდი...-როგორც ჩანს, მან ჩემი განცდები ვერ შენიშნა ჩემს ხმაში.
_ჰო... და ფეხბურთის თამაშის დროს ფეხიც მოიტეხე!
_ჰო, მაგაზე დიდი პრობლემები მქონდა სამსახურში. საქმიდან მოხსნას მიპირებდნენ, იმ ერთი თვის განმავლობაში სხვა გადევნებდათ თვალს. მერე კი მე დავბრუნდი და...
_...და კინაღამ მანქანით გამიტანე...-შევახსენე.
_ჰო, მაგრამ ამან ახალი იდეა გამიჩინა...
_ტბაზე წაყვანა?
_ჰო. ის ადგილი ძალიან მიყვარს, ხშირად დავდივარ იქ.
_ეგეც გეგმის ნაწილი იყო?-გულისფანცქალით ვკითხე.
_გეგმის ნაწილი იყო როგორმე დაგახლოებოდი, მაგრამ ტბაზე წაყვანა არავის დაუგეგმია, რა თქმა უნდა, არც შენი მანქანით გატანა...-ჩაეღიმა, მაგრამ ღიმილის საბაბს ვერ ვხედავდი. ჩემი ტვინი ძალიან ნელა მუშაობდა, თითქოს მიღებული ინფორმაციის ათვისება უჭირდა. თავში უეცრად ის კითხვა მომივიდა, რაც ბექას ნაცნობობის განმავლობაში განუწყვეტლივ მაწუხებდა:
_გვანცაზე რას მეტყვი? ისიც ჯაშუშია? ალბათ როგორ დაგვცინოდით ზურგსუკან...
_არა, გვანცა ჯაშუში არაა... უფრო პირიქით...
_რას ნიშნავს „უფრო პირიქით“?
_ბოროტმოქმედი, რომელზეც გველაპარაკებოდი, გვანცას ბაბუაა...
_რაა?
_ის კაცი, გუშინ რომ თვალებით გჭამდა...
_მაგ კაცმა მოაწყო ის ყველაფერი გუშინ?
_გუშინაც და მანამდეც: ხანძარი, ავარია, მანქანის აფეთქება, ზარები... ამაზე გაცილებით უარესი მოხდებოდა...
_გვანცასთან რომ არ გემეგობრა?-რაღაცნაირად, ჯიბრით ვკითხე.
_გვანცას საშუალებით მის ოჯახს დავუახლოვდი. მერე კი ირაკლის...
_ისიც ბოროტმოქმედია? ისიც მატყუებდა?-თვალები ამეცრემლა. ბექა თავდახრილი მელაპარაკებოდა და ჩემი ატირებული ხმის გაგონებაზე თვალებში ამომხედა. ხელი წამოიღო, რომ მხარზე მოეხვია, მაგრამ უკან გავიწიე. მან ისევ თავი დახარა და მიპასუხა:
_არა, ირაკლი თვითონ დაუკავშირდა ჩვენ ორგანიზაციას როგორღაც და ცნობები მიაწოდა რამდენიმე თავდასხმაზე. ასე რომ არ ყოფილიყო, მათ ჩაშლას დროზე ვერ მოვახერხებდით და...
_ანუ ჩემი და ჩემი ოჯახის დასაცავად ბაბუამისს ღალატობდა?
_ჰო.
_ანუ თავს საფრთხეში იგდებდა?
_ჰო.
_კი, მაგრამ რატომ? ის ხომ არ იყო ვალდებული? მასაც ხომ ხელფასს არ უხდიდნენ ამაში?-„ზოგიერთებისგან“ განსხვავებით... მინდოდა დამემატებინა, მაგრამ თავი შევიკავე.
_იმიტომ, რომ ბაბუამისს და მის საქმიანობას ვერ იტანს და კიდევ იმიტომ, რომ...
_რომ...?
_...უყვარხარ...-ყურებს არ დავუჯერე.
_რას ამბობ?-უკიდურესად სერიოზული ხმა მქონდა.
_ალბათ სხვისი საიდუმლოს გამჟღავნების უფლება არ მაქვს, მაგრამ... იმ ფეხბურთის მატჩის შემდეგ ველაპარაკე, ერთად რომ ვითამაშეთ და მომიყვა, რომ მას შემდეგ უყვარხარ, რაც შენს სკოლაში გადმოვიდა 2 წლის წინ. მაგრამ შენს გასაცნობად მანამდე შემთხვევა არ მიეცა. გახარებული იყო, რომ შენთან ითამაშა, მან ხომ არ იცოდა როცა სტადიონზე მოდიოდა, რომ იქ დახვდებოდი...-უკან თმები ჩამოვიშალე მთლიანად და ახლა ჩემ თმებში ჩაფლული, ხელებში სახეჩარგული ვიჯექი.
_რა სისულელეა!-ვთქვი ბოლოს.
_ცუდად ხარ?-უცებ მკითხა ალერსიანად.
_რა, რატომ მეკითხები?-დამაბნია მისმა კითხვამ და თავი წამოვყავი.
_დაღლილი, ავადმყოფური გამომეტყველება გაქვს,-ამიხსნა. არაფერი მიპასუხია. მერე უცებ ვკითხე:
_სინამდვილეში რა გქვია?
_ზურა,-მიპასუხა უბრალოდ.
_ზურა... 22 წლის...-ჩავიბურტყუნე ჩემთვის.-როგორ ახერხებდი, რომ პატარა გამოჩენილიყავი?-გულწრფელად მაინტერესებდა.
_ისე ვიცვამდი, როგორც თინეიჯერი, წვერს ყოველდღე ვიპარსავდი. ბავშვური სიხალისე და ჟესტები გავიხსენე. სკეიტბორდით სრიალზე კი მართლა დავიტანჯე. ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ იყო, მაგრამ მინდოდა სრულყოფილი თინეიჯერი ვგონებოდი ყველას.
_გილოცავ! ყველაფერი მშვენივრად გამოგივიდა...-ძალიან ნელა და ჩუმად ვთქვი, მაგრამ მან მაინც გაიგონა. საწოლზე ჩამოვსრიალდი და ნახევრად დავწექი.-მარტო დამტოვე...-ვუთხარი და ზურგი ვაქციე. რამდენიმე წამს მიყურა, მერე კი კარის მიხურვის ხმა გაისმა.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2011-01-11, 3:56 PM

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 4:15 PM | შეტყობინება # 218

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, aniiiiiiii. she intrigano biggrin ara, me xo gamovicani? biggrin tongue nichieri var raaaa lol vaimeee. dakom is shekitxva ar dausva maincdamainc rac me mainteresebdaaaaaaaaaaaaaa surprised surprised cry cry ar mitxra, rom dako iraklistan rchebaaaaaaaa cry surprised surprised vaime gavgijdebi ase rom moxdeessss. ver gadamirchebi! angry angry biggrin auu dges kidev vegar dadeb ert taaavs? sad tu ar daagacdian? biggrin sad vaimeeee. mindaaaaaaaaaaa sad sad

bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 4:16 PM | შეტყობინება # 219

206
19  +
33  ±
   ±
Offline
auf...martlac sevdiani tavi iyo...nervebi momeshala ro atyuebda dakos sad sad shemdeg tavs male dadeb?

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 4:26 PM | შეტყობინება # 220
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire, რა შეკითხვა გინდოდა რო დაესვააა??? გეთქვა და დავასმევინებდი biggrin biggrin ჰოო, ჩემი ნიჭიერა ხარ არა, დღეს მემგონი ვეღარ მოვასწრებ შემდეგ თავს. ვეცდები დღე არ ჩამივარდეს და დავწერ ნელ-ნელა. ბევრი თავი აღარ დარჩა. 3-4 დაახლოებით. snegurochka snegurochka snegurochka
bachia_bachia555, სევდიანი რომელია biggrin ჩხუბის თავი იყო. დაკოსაც მოეშალა ნერვები biggrin შემდეგ თავს ხვალ დავდებ ჩემო კარგო



★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 4:46 PM | შეტყობინება # 221
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ani dzaan magari tavi iyo dako shemecoda sad sad ramdeni xani atyuebda beqa tu zura vinc aris . egrec vpiqrobdi rom dakoze iyo tavdasxma magram mainc ver warmovidgendi rom mamamisis gamo iyo yvelaperi . imedia dako beqas tu zuras apatiebs da yvelaperi kargad damtavrdeba happy happy happy au xvalamde ra moitmens biggrin biggrin snegurochka snegurochka snegurochka


dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 5:08 PM | შეტყობინება # 222

267
66  +
69  ±
   ±
Offline
auu sul air dairia raaa cry cry cry eseigi es yvelapei dakos dasacavad gaaketaaa cry cry cry da ar uyvars ise tan,.?iraklistan

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 6:07 PM | შეტყობინება # 223

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, ra mindoda daesva da martla uyvars tu ara beqaa tu zura imas dako biggrin auu me beqa ufro momwonda biggrin biggrin vaime dako rom iraklistan darches gavgijdebi sad sad sad sad

elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 6:54 PM | შეტყობინება # 224
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime vaimeeee : ((( yvelafers movelodiii amis gardaaa : ((( ai nervebi momeshleba exla dzaaaaaaaaaaaaaan seriozulad tu marto xelfasis gamo dayavda tbaze da a.sh. fu : (( icode siyvarul axsnevine tore ar vici ras gizaaaaaaaav biggrin :D biggrin :**************


Immortalთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 9:07 PM | შეტყობინება # 225
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
elle____, getanxmebi yvelapershi.
droze siyvaruli auxsna am bichma tore chven ajanyebas vawyobt biggrin amitom ar unda daujerp bichebs, yvela shemogzavnili jashushia biggrin biggrin biggrin


ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე
ძებნა: